აღდგომა
... და აი ხვალ უკვე აღდგომაა...
სოფელში ყველა ოჯახი დიდის ამბით ემზადება,აღდგომის
ბრწყინვალე დღესასწაულის აღსანიშნავად.არაფერს იშურე–
ბენ,უკანასკნელი ლარიც არ ენანებათ.ერთადერთ კვერცხის მდებელ ქათამს ელევიან.ყველა ცდილობს რომ სააღდგომო სუფრა დიდებულად გამოიყურებოდეს.მართლაც რომ ყველაზე დიდი დღესასწაულია ქართველთათვის აღდგომა.
ყველას უხარის,დიდსა თუ პატარას უფლის მკვდეთით აღდგომა.იმედს აძლევს რომ სიცოცხლე მარადიულია და სიკვდილი ვერასდროს დაამარცხებს.
მარტოა სახლში კუკუნე არ უხარის ხვალინდელი დღე.ერთი წლის უკან დედა დაეღუპა კუკუნეს და დარჩა სრულიად მარტოდ ეულად.50 წელს იყო მიტანებული კუკუნე 9 წლის უწინ უბედური შემთხვევის დროს ფეხები მოიტეხა,მას შემდეგ გადაადგილება უჭირს ინვალიდს.სამუშაოს ვეღარ შოულობს მწყემსობასაც კი არავინ ანდობს სოფელში ხეიბარს.სანამ დედა ყავდა ცოცხალი დედის პენსიით თვიდან თვემდე გაჭირვებით გაჰქონდათ თავი დედა შვილს.დედის გარდაცვალების შემდეგ კი მხოლოდ მეზობლების კეთილ ნებაზე იყო დამოკიდებული მშიერ დაიძინებდა თავის გაცრეცილ საწოლში თუ მაძღარი.
ძალიან უნდოდა ხვალინდენ დღეს დედის საფლავზე გასვლა სანთელის ანთება და წითლად შეღებილი კვერცხის გადაგორება.ეს პირველი აღდგომა იყო დედის გარეშე.
არც სანთელი ქონდა და არც კვერცხი ხეიბარს.მიუხედავად იმისა რომ ბოლო 9 წელი უკიდურეს გაჭირვებაში იცხოვრა.სიამაყე მაინც არ დაუკარგავს კუკუნეს.როგორც არ უნდა მოშიებოდა და როგორც არ უნდა გასჭირვებოდა მაინც არასდროს მოიმათხოვრებდა.
ახლა კი რაღაც მომენტში გადაწყვიტა მეზობლებისთვის ეთხოვა რამდენიმე სააღდგომოდ წითლად შეღებილი კვერცხი და სანთელი.რომ ხვალ დედის საფლავზე გასულიყო...ახლაც ვერ სძლია თავის სიამაყეს და ვერ მოიმათხოვრა.გამოსავალს ეძებდა და ვერ პოულობდა ღმერთისგან და კაცისგან მიტოვებული ხეიბარი.
უცებ გონება განათდა მაგრამ ყველაფერი ისე უნდა ყოფილიყო რომ უბედური შემთხვევა გონებოდა ხალხს.
საღამოს საწოლთან სიგარეტის ნამწვავებით ნახევრად სავსე თუნუქის ქილა მიიტანა.საწოლში ჩაწვა და შუაღამემდე ელოდა მეზობლების დაძინებას.მერე კი ლეიბს რომელზედაც იწვა ცეცხლი წაუკიდა.ბამბის ლეიბს უცბად მოედო ალი.თვალებ დახუჭული ელოდა აღსასრულს კუკუნე.მთელს ტანზე მოეკიდა ცეცხლი.საშინელ ტკივილს განიცდიდა მაგრამ ხმას მაინც არ იღებდა.ეშინოდა თუ დაიკვნესებდა შეიძლება მეზობლებს გაეგოთ და გადაერჩინათ;მას კი სიცოცხლე აღარ უნდოდა სანთელივით ცოცხლად იწოდა სბრალო. ხოლო როცა
ცეცხლი თავზე მოედო მაშინ წამოიძახა მხოლოდ დედა მოვდივარ შენთან...
დილით მეზობლებმა საკუთარ სწოლში დამწვარი ნახეს კუკუნე თუნუქის ქილა რომელსაც საფერფლედ ხმარობდა ლოგინის ქვეშ ეგდო.ყველამ ერთხმად დასკვნა სიგარეტით ხელში ჩაეძინა ნამწვავი საბნის ქვეშ ჩაუარდა მძინარემ ვერ გაიგო და დაიწვაო.
აღდგომის დღე თენდებოდა აღარავის ეცალა კუკუნესთვის ყველა საკუთარი ახლობლები საფლავებისკენ მიიჩქაროდა.ხალხი რომ გაიგებდა საბრალო კუკუნეს ასეთი ტანჯვით აღსასრულ ამბობდნენ საბრალო ღმერთს ყვარებია აღდგომა დღეს გარდაიცვალა აუცილებლად სამოთხეში მოხვდება მისი სულიო.
No comments:
Post a Comment