Friday, April 4, 2014

სიზმარი

                      ს

       იყო ნათელი თბილი დღე.იყო კამამა
ლურჯი,უსაზღვროდ ლურჯი ცა.ამ ლურჯ
ცაზე იყო ლამაზი არა ულამაზესი მზე. იყო
ყვავილებით სავსე მინდორი.რომელსაც არც
თავი უჩანდა და არც ბოლო. იყავი შენ
შუა მინდორში,გეცვა ის კაბა პირველად რომ
 გნახე. უბედნიერეს,ულამაზესი, ღვთიური
ანგელოზი ყვავილებს ეფერები და კისკისებ.
შენი ტკბილი სიცილი ზეცას აღწევდა. ცა
ირეკლდა შენს სიცოცხლით სავსე ხმას და
დედამიწას უბრუნებდა. მიწაცა ნგელოზის
სიცილის გამგონე ხალისობდა ლამაზდებო–

და.უამრავი. ნაირფერი ყვავილებით ირთვე–
ბოდა.შენი კისკისი ირგვლივ ყველას და
ყველაფერს სიყვარულით ავსებდა სიკეთით
მუხტავდა.გიცქერდი შორიდან მომღიმარე
ანგელოზს და მადლობელი ვიყავი სამყაროს
შემოქმედის რომ შენი სახით ქვეყანას 
სილამაზე, სიკეთე და სიყვარული უბოძა.
გიცქერდი ანგელოზს ყვავილებით შემკულს
და მინდოდა ეს დღე უსასრულოდ დიდხანს
გაგრძელებულიყო.
 ოცნებას გავდა სიზმარი,ოცნებას ცუდი ისაა
    რომ მხოლოდ სიზმარი იყო და სხვა... არაფერი.

No comments:

Post a Comment