Monday, October 9, 2017

მინდოდა მეყვირა

      
    როგორ ხარ?... კრძალვით გკითხე
    სევდიან თვალებით შემომხედე
    გული გამისკდება დარდისგან
    ახლა თუ არ მიპასუხებ!...
    კარგად ვარ!...თვალი ამარიდე
     შებრუნდი და ...
    ნელი ნაბიჯებით გამეცალე.
    ფრთხილად მიდიოდი ნარნარად
    თითქოს მიწაზე ფეხსაც არ ადგამდე,
    მინდოდა მეყვირა ირმაკო მოიცადე
    მათქმევინე ის რის გულისათვის
    შენი ნახვა მოვინდომე...
    შენსკენ გაწვდილი ხელი
    ფრთხილად ჩამოვუშვი
    გული მეუბნება...
    თუ არ მოიხედავს ნუ დაუძახებ
    ალბათ წაგშალა თავის ცხოვრებიდან
    და თუ შენ გიყვარს ნუღარ შეაწუხებ!!!
    

No comments:

Post a Comment