ირმა!.. იცი რა მინდა?...
ზამთარში რომ თბილოდეს
როგორც ადრე ვაკის პარკში
სტადიონთან გელოდე...
თოვლი მინდა ქათქათა
მხოლოდ შენით ვტკბებოდე;
შენ კალთაში თავი მედოს
შენი კოცნა მათბობდეს.
მინდა ის დღე აღარ იყოს
მე და შენ რომ ვიჩხუბეთ
მინდა რომ შემირიგდე;
და გულს აღარ მატკენდე.
ლურჯი–ლურჯი ცა მინდა
როგორც შენი თვალები
ნათელი და კამკამა...
და იმ ცაზე მზე მინდა
დიდი–დიდი ცხრათვალა;
კიდევ იცი რა მინდა?...
ყველა კაცს რომ მოსწონდნ
ქუჩაში რომ გაივლი...
გიცქერდნენ და ოხრავდნენ.
შენ კი გეღიმებოდეს...
გული ვნებით გითრდოდეს
მხოლოდ ჩემზე ფიქრობდე
და მარტო მე გიყვარდე!!!
მარტივად ლამაზი ლექსია
ReplyDeleteKoveltvis mikvars sikvarulze leksebi
ReplyDeleteასეთი ტბილი და სასიამოვნოა ლექსი მომწონს
ReplyDelete