გაკვირვებულა უფალი
ლამაზი სოფელი
სოფლის ბოლოში
პატარა ბორცვი
გათხრილი ორმო
ორმოს ნაპირზე
მიწაყრილზე დევს
ძვირფასი კუბო
კუბოში ბატონი
სოფლის პატრონი
კუბოს ირგვლივ
ყოფილ ბატონის
სოფლის პატრონის
სულით მონები
გაუმაძღარი ღორმუცელები
ვეღარ ითმენე
მალე დამარხეთ
რაღას აყოვნებთ
სოფელში ელით
სეფა უზარმაზარი
გაშლილი სუფრით
სასუსნავით ნაირნაირით
კიდიათ ბატონი
ყოფილი პატრონი
დღეს გაძღებიან
ესეც კარგია
ნეტავ ყოველ–დღე
კვდებოდეს ბატონი
სოფლის პატრონი
ამას ნატრობენ
სულით მონები
გაუმაძღარი ღორმუცელები
ბატონის სული
დაყურებს სოფელეს
უხარის ტკბება
დღეს გაძღებიან
ესეც კარგია
სიკვდილის შემდგომც
წაადგა სოფელს
ასეა გრძელდება
კვდება ბატონი
სოფლის პატრონი
ხარობს სოფელი
ნეტავ ყოველდღე
კვდებოდეს ბატონი
ჩვენი პატრონი
სეფა გვექნება
გაშლილი სუფრით
სასუსნავი ნაირნაირი
პატრონის სიკვდილს
ნატრობს სოფელი
სულით მონები
გაუმაძღარი ღორმუცელები
გაკვირვებულა უფალი
რა უხარიათ
ბრიყვებს ნეტავი
ყოველდღე უნდათ
მოკვდეს ბატონი
სოფლის პატრონი
ცოტა ხანში
ყველა გაწყდებით
არ ეყოლება
სოფელს პატრონი///
asetebi arian xalxi borotebi ar apaseben siketes
ReplyDelete