მარგალიტა და სონია
მარგალიტა და სონია დები იყვნენ. მარგალიტა უშნო გარეგნობის შავგრემანი ქალი იყო. მაგრამ ძალიან ჭკვიანი.
55 წელი იმ სოფლის სკოლის დირექტორი იყო უცვლელად
სადაც დაიბადა და სადაც სიკვდილამდე ცხოვრობდა.
სონია მარგალიტასგან განსხვავებით ქათქათა თეთრი მაღალი ლამაზი ქალი იყო მაგრამ ცოტა ჭკუასუსტი. ცხოვრობდნენ დები ერთად მარტოდ. მარგალიტა სკოლის დირექტორობასთან ერთად ბავშვებსაც ამზადებდა და ამით საკმაოდ ბევრ ფულსაც შოულობდა.სონია კოლმეურნეობაში მუშაობდა დიდი ძალის პატრონი იყო ბევრ მამაკაცს სჯობდა საქმეში. რამდენიმე ძროხა ყავდა სონიას ბევრი ღორი და უამრავი ქათმები.
შეიძლება ითქვას რომ არაფერი არ აკლდათ დებს საჭმელიც ბევრი და ნაირნაირ ქონდათ და სასმელიც.ეგ იყო მხოლოდ რომ ვერ გათხოვდნენ და იყვნე მარტოდ მარტო უზარმაზარ სახლში. დები იმდენ ფულს შოულობდნენ რომ ძველი ხის ორ ოთახიანი სხლი დაანგრიეს და მის ადგილას აგურის უზარმაზარი ექვს ოთახიანი სახლი წამოჭიმეს.
დებს პატარა ძმა ყავდათ რომელიც მათგან საკმაოდ შორს
ქალაქში ცხოვრობდა. ძალიან უყვარდათ ძმა და ძმის შვილები მზე და მთვარე მათსზე ამოსდიოდათ. რასაც შოულობდნენ ნახევარზე მეტს ძმას უგზავნიდნენ ქალაქში.
საშინელი უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა მილიციის მაიორი. ტროლეიბოსიდან ჩამოვარდნილი
ეგრეთ წოდებული :შტანგა: დაეცა თავზე და სიცოცხლე მოუსწრაფა 37 წლის პოლიციის მაიორს. საშინელი ტკივილი მიაყენა ძმის დაღუპვამ დებს. განსაკუთრებით მარგალიტას რომელსაც თავისი კომუნისტური შეხედულებობის გამო ისედაც არ სწამდა ღმერთი და ეკლესია. ხოლო ძმის ასე საშინელმა სიკვდილმა სმერთოდ შეაძულა ღმერთიც და მათი მიმდევრებიც. სონიამ უფრო ადვილად გადაიტანა ძმის დაკარგვა.მას ღმერთი სწამდა და მარგალიტასაგან ჩუმად ეკლესიაშიც დაირებოდა. სულ იმას იმეორებდა სონია ღმერთსაც კარგი უნდა თავისთვისო და მის ძალას წინ ვერაფერი დაუდგებაო.
მარგალიტამ საკუთარი და თავის მონად აქცია არაფერს
არ აკეთებდა სახლში ოთახსაც კი არ გამოასუფთავებდა.
სონიას უბრძანებდა სონიაც ემორჩილებოდა უფროს დას არ მახსოვს რომ პროტესტი გამოეფქვას.თვითონაც სიამოვნებდა მონად ყოფნა. სახლში ყველაფერს სონია აკეთებდა საჭმელს,სახლს ალაგებდა .ღორებს და ქათმებს
დააპურებდა ძროხებს მრწველიდა მერე კი უზარმაზა 32 ლიტრიან ჩაფს გაიდებდა მხრებზე და წინწკილიდან წყალი მოქონდა. თუ ძროხა დარჩებოდა ტყეში შუა ღამეს აიღებდა სონია ჭრაქს და მარტო მიდიოდა ტყეში ძროხის საძებნად არც მგელის ეშინოდა და არც დათვის.რომ ეკითხებოდნენ სონა ტყეში მარტო რომ დადიხარ ძროხასთან ერთად მგელმა რომ შეგჭამოს არ გეშინიაო. სონია პასუხობდა მგელს შეიძლება გადაურჩე მაგრამ ძროხა თუ დავკარგე მგელზე უფრო უარეს მარგალიტას რა გადაურჩებაო.
მამიდას მეზობლები იყვნენ დები. ზაფხულობით
მამიდასთან რომ ვისვენებდი კამკამა მდინარეში ბანაობისა და უღრან ტყეში ხეტიალთან ერთად ჩემთვის არა ნაკლები
გასართობი იყო მარგალიტას ბიბლიოთეკა. რა გინდა სულო და გულო რომელი წიგნს ინატრებდი და ვერ მოიპოვებდი
ბიბლიოთეკაში. რემარკის :სამი მეგობრიდან: დაწყებული
ზიგმუნდ ფროიდის :კულტურითი უკმაყოფილიბა:–მდე
დამთავრებული.მიყვარდა მარგალიტას ბიბლიოთეკაში ქექვა უსასრულო სულიერ წყაროს მაძლევდა კატარა ბიჭს.
თვით მარგალიტასაც ძალიან სიამოვნებდა ჩემი ასე დაინტერესება მისი წიგნებით ჩემამდე მხოლოდ თვითონ თუ კითხულობდა ამ მართლაც უდიდეს საგანძურს. ვერ იტანდა უსწავლელს და უწიგნურ ადამიანებს და ყოველთვის აგრძნობინებდა მათ რომ გაუნათლებელი ადამიანი ცხოველს უტოლდება თავის ინტელექტითო.
არავის უყვარდა სოფელში მარგალიტა მიუხედავად იმისა რომ ნახევარი სოფელი მისი მოგვარე იყო. თავის დირექტორობის 55 წლის მანძილზე ერთი შემთხვევაც კი არ ყოფილ ვინმეს დაუმსახურებლად მიეღოს ატესტატი. ასეთი
მკაცრი ხასიათის გამო :იარი: კომუნისტი შეარქვეს სოფლელებმა ზედმეტ სახელად მარგალიტას. ხშირად იმეორებდნენ კიდევ კარგი კაცად არ დაიბადა ეს ოჯახქორი თორემ ნახევარ სოფელს კედელთან მიგვაყენებდა და დაგხვრეტდაო. სონია კი პირიქით იყო ყველას უყვარდა სოფელში კეთილი და ოდნავ მოჩერჩეტო ქალი ყველას ეხმარედოდა სონია სოფელში რითაც კი შეეძლო მიუხედავად მარგალიტას სასტიკი წინააღმდეგობისა. ვერასდროს დავივიწყებ სონიას განსაკუთრებული პატივისცემას ტყეში უამრავ სოკოს პოულობდა მაგრამ მათ შორის ნმყვი ძალზე ცოტა იყო ტყიდან დაბრუნებული სონია ჯერ ჩვენთან შემოივლიდა ყველა ნიყვს გამოარჩევდა და მე მიტოვებდა თან ზედ დააყოლებდა მარგალიტამ არ გაიგოს თორემ გაგიჟდებაო იმას მიუტანე ნიყვი და მე საკუთარ დას არაო. ბიბლიოთეკაში წიგნებთან როცა მნახავდა ყოველთვის მეტყოდა სონია იმდენი არ ისწავლო და არ წაიკითხო რომ მარგალიტას ნაირი უჟმური არ გახდეო. ბევრი წიგნის კითხვა ეგონა კეთილ მოჩერჩეტო სონიას მარგალიტას ასეთი ცუდი ხასიათის მიზეზი.
ბოლოს მამიდას გასვენებაში ვნახე ცოცხალი სონია თეთრ ულამაზეს კაბაში იყო გამოწყობილი მაღალ ქუსლიანი:ბასანოჩკები: ჩაეცვა თმა საგულდაგულოდ დაებანა და დაევარცხნა ტკჩებზე წითელი:პომადა: წაესვა.ძალიან სასიმოვნოდ გამოიყურებოდა 55 წელზე მეტს არ მისცემდით 78 წლის ქალბატონს. 84 წლის იყო მარგალიტა რომ საკუთარ ეზოსთან ორღობეში ქვაზე წაიქცა და თეძო ორ ოდგილას გაუტყდა.მეზობლები ახლაც იხსენებენ ტკივილისგან შეწუხებული უკანასკნელ ხმაზე კიოდა.სონია იმის მაგივრად რომ დახმარებოდა წამოდგომაში გარშემო უვლიდა ჩმეტდა თმებიდან ითრევდა და თან დასძახოდა რას კივიხარ რა კივილი მოგირჩენს ფეხსო. გამწარებული მარგალიტა თურმე მეზობლებს თხოვდა რომ მოეშორებინათ მისგან გიჟი.
სასწრაფო დახმარების მანქანია რაიონის სავადყოფოში გადაიყვანეს მარგალიტა. დარჩა სონია მარტოდ პირველად 78 წლის მანძილზე და შეშინდა.უღრან ტყეში შუა ღამეს მარტო სიარულისაც კი რომ არ ეშინოდა მარტოობამ შეაშინა სონია.
ოთხი თვე მკურნალობდნენ მარგალიტას რაიონში მაგრამ აღარ შეუხორცდა მოხუცს ძვლები.სონიამ ყველაფერზე აიღო ხელი 6 ძროხიდან მხოლოდ ერთი დარჩა ზოგი ქურდებმა მოპარეს და ზოგიც მგლებმა შეუჭამეს.დილიდან საღამომდე შემაღლებულ ადგილზე დაჯდებოდა გზას გასცქეროდა დას ელოდა სონია.ოთხი თვის თავზე სავატყოფოდან გაწერეს მარგალიტა და უთხრეს რომ ასაკის გამო თეძო არ შეუხორცდა ამიტომ ვეღარასოდეს გაივლიდა.სონიას რომ შეატყობინეს რომ დღეს მარგალიტა მოვაო პატარძალივით გამოეწყო თურმე. ძალიან გაუკვირდა როცა მარგალიტ სასწრაფოს დახმარებით მოიყვანეს უკან.არ შორდებოდა დის საწოლს სონია თვალებში შესციცინებდა ყველაფრისთვის მზად იყ რასაც მარგალიტა უბრძანებდა ბედნიერი იყო სონია თავის ჭკუით ცხოვრება აღარ უწევდა. მიუხედავად თავის მდგომარეობისა სიცოცხლი წყურვილმა ათმაგად უთრო მეტად გაიღვიძა მარგალიტაში. დას უბრძანებდა რომ რადგან ჩემი ფეხი არ მომირჩა მე ახლა უფრო განსაკუთრებული კვება მინდაო. ყველაფერს უსრულებდა სონია დას რასაც კი მოითხოვდა. თავის ხელით დაყავდა ტუალეტში პატარა ბავშვივით უვლიდა. სონია პირიქით იყო სიცოცხლე აღარ უნდოდა მეზობლებს სულ იმსას ეუბნებოდა მარგალიტა რმ მოკვდეს მე რა მეშველება მარტო რომ დავრჩებიო. ერთ დღესაც სრულია ხარივით ჯანმრთელმა სონიამ თავის საწოლია მიაჩოჩა მარგალიტას საწოლთან და მიუწვა დას გვერდით.რა არ იღონეს მეზობლებმა მაგრამ ვეღა შესძლეს რომ სონია აეყენებინათ საწოლიდან აღარც მარგალიტას ჩხუბი და მუქარა სჭრიდა სონიაზე.ძმისშვილებს დაუკავშირდნე მეზობლები მაგრამ მათ არ ეცალათ მამიდებისთვის საკუთარ ოჯახს ძლივს ინახავდნენ თვიდან თვემდე.
რა არ იღონეს მეზობლებმა მაგრამ ვერაფერი გააწყვეს საჭმელზე უარი თქვა სონიამ აღარც წყალს სვამდა საბრალო ხალხს სთხოვდა თავი დაენებებინათ სიკვდილი უნდოდა.
ზუსტად შვიდ დღეში გარდაიცვალა სონია.ყველას დაენანა სოთელში კეთილი სულელის დაღუპვა.ახლა კი იკადრეს ძმის შვილებმა და მათმა მეუღლეებმა ჩამოსვლა.სონიას დასაფლავების მეორე დღესვე გაბრუნდნენ უკან ქალაქში ბევრი საქმე გვიფუჭდებაო. დარჩა მარგალიტა მეზობლებისა და ღვთის ანაბარად. სოფელში ყველას თავი გაჭირვება ქონდა ზამთრისთვის ემზედებოდნე მარგალიტას საღამოს თუ შეუვლიდა მეზობლის ქალები კეცზე გამომცხვარ ნახევა მჭადსა და ახლად შეკაზმულ ლობიოს მიუტანდნენ. არ ყოფნიდა მარგალიტას დღეში ერთხელ ჭამა. მეზობლებისგან მოითხოვდა სამჯერ ეკვებათ დღეში ხორცი და ქათმის ბულიონი მოემზადებინათ მისთვის.სასაცილოდ არ ყოფნიდათ მეზობლებს მარგალიტას პრეტენზიები. ხორცი და ქათამი ჩვენს ქმარ– შვილისთვის არ გვაქვს და შენ საიდან მოგიტანთო.
ტუალეტში ვერ ახერხებდა გავლას თუ ვინმე არ დაეხმარებოდა.თავს იკავებდა რაც შეეძლო იცდიდა ვინმე მადლიერს რომ დახმარებოდნენ.ერთხელაც ვეღარ შეძლო და საწოლში მოისაქმა.ძმიშვილებს შეატყობინეს ქალაქში მიხედეთ ცოდვაა.არც კი გამოხმაურებიან მამიდას გაჭირვებას ძმები. მეზობელ სოფელში ნათლული ყავდა მარგალიტას.შეეცოდა უპატრონოდ მიგდებული ნათლია გოგოს.მიაკითხა მარგალიტას საჭმელი და ხილი მოუტანა.დაბანა ყველაფერი გაურეცხა.ესიამოვნა სისუფთავე და კარგი საჭმელი მოხუცს.შვილები დააფიცა არ დამტოვო მარტო.შეებრალა ნათლია დარჩა მასთან რამდენიმე დღით. ბედნიერი იყო მარგალიტა ქათმის ბულიონს რომ ნატრობდა ახლა ყოველდღე ქონდა და რაც მთავარია სუფთა და მოვლილი იყო.ქმარს არ მოეწონა ცოლის სხვაგან ყოფნა და მოსთხოვა დაბრუნებულიყო სახლში.კვირაში რამდენიმე დღე მოდიოდა მარგალიტასთან ნათლული.დაბანდა,დაურეცხდა რამდენიმე დღის საჭმელს დაუტოვებდა.მოიკეთა ფერზე მოვიდა და თვალებში გამოიხედა.მერე დაფიქრდა თავის ნათლულზე ასე ხშირად რომ დაიარება ჩემთან ნაღდად თეთრეულს,ჭურჭელს მპარავს და სახლში მიაქვსო. ერთხელაც ვეღარ მოითმინა და ნათლულს უთხრა ხშირად რომ დაიარები ჩემთან ვიცი რომ ჭურჭელი და თეთრეულს მპარავო.ეჭყინა ნათლულს ნათლიასგან უკადრებელი რომ კადრეს.წავიდა და აღარ გამოჩენილა.
მარტოდ დარჩენილი მარგალიტა უკვე საწოლში ისაქმებდა. ისეთი აუტანელი სუნი იდგა სახლში მეზობლები საჭმელს რომ აწვდიდნენ სახეს იფარავდნე და ისე შედიოდნენ მასთან.მერე კი სუნმა გარეთაც გამოაღწია ორღობეში გავლა შეუძლებელი გახდა.შორი გზიდან უვლიდნენ მარგალიტას სახლს. საკუთარ განავალში და შარდში ცოცხლად ლპებობდა უპატრონოდ მიგდებული მოხუცი.თუ საჭმლის მიწოდებას დაუგვიანებდნენ ხმამაღლა წყევლიდა მარგალიტა დიდსა და პატარას.შეწუხებულმა მეზობლებმა სასწრაფო დახმარება გამიძახეს რაიონიდან იქნება საავადმყოფოში გადაიყვანონ და გვეშველოსო.სასწრაფოს ექიმმა უარი ფქვა სავადყოფოში გადაყვანაზე მაგრამ ის კი შეპირდა რომ მოვახერხებ და მოხუცთა თავშესაფარში გადავაყვანინებო.მერე წავიდა და საერთოდ აღარ გამოჩენილა.დამპალი ხორცის სუნი განავალის სუნში იმდენად აუტანელი გახდა რომ ვეღარავინ შედიდა მოხუცთან.უკანასკნელი ხმით სთხოვდა შველას მარგალიტა მეზობლებს და ეხვეწებოდა საჭმელი თუ არა წყავლი მიეწოდებინათ მისთვის.ერთი კვირის შემდეგ შეწყდა მარგალიტას წყევლა და ხვეწნა მუდარა მეზობლები მიმართ. იფიქრეს დაიღუპაო საბრალო ჩვენი სრცხვილია ასე რომ ნახონო და მიაკითხეს მარგალიტას სახლში.საოცარი სურათის მომსწრენი გახდნენ კაცი თუ ქალი.პატარა ხატი ეკავ ხელში მარგალიტას და ესაუბრებოდა როგორც ცოცხალ არსებას. ღმერთო შენ თუ პატიება არ შეგიძლია აბა მითხარი რის ღმერთი ხარ შენ ადამინებზუ უფრო პატივმოყვაე და ბოროტი ყოფილხარ.ნუთუ ასე ძნელი იყო შენთვის შეგენდო ჩემთვის და გაპატიებინა რომ არასდროს არ მწამდი და ასეთი სატანჯველი აღსასრული არ მოგევლინა ჩემთვის განა შენთვის ასე ძნელი იყო მოგეკალი და არ გეწამებინე.აბა ერთი გამაგებინე რა ღმერთი ხარ შენ პატიებაც რომ არ შეგიძლია.
გაოგნებული მეზობლები უცბად მოეგნენ გონს ზოგი სახლში გაიქცა ქათამი დაკდა ბულიონი გააკეთა ზოგმა ახალი ლეიბი და თეთრეული გაუფინა.თბილი წყლით დაბანეს სასწაულია მაგრამ სუნი არავის აღარ აწუხებდა უკვე ყველა ქალიან კაციანა თავს დამნაშავედ გრძნობდა.უხმოდ მისჩერებოდა მარგალიტა მეზობლების ფაცი–ფუცს.არც საჭმელისთვის და ვრც სასმელისთვის პირი აღარ დაუკარები.არავინ წასულა სახლში დილის 6 საათზე გარდაიცვალა მარგალიტა.
მარგალიტას გასვენებაზე მხოლოდ ერთი ძმიშვილი ჩამოვიდა უჩხუბიათ ძმებს ქალაქში მარგალიტას ქონებს გაყოფაზე.გასვენების მეორე დღეს მთელი სახლი გადააქოთა მარგალიტას ძმიშვილის ცოლმა ფული ექნებაო სადმე გადამალული რომ ვერაფერს მიაგნეს გამოიკეტეს სახლის კარები და ქალაქში დაბრუნდნენ.მიტოვებულ სახლიდან ნელნელა ყველაფერი გიტანეს მეზობლებმა ჩანგალი დანა ჭიქა ფინჯანი თუ თეფში.ბოლოს მარგალიტას საგანძურს ბიბლიოთეკასაც მიადგნენ.
მეცოდებოდა ჩემი ბავშობის მეგობრები მარგალიტას ბიბლიოთეკაში არსებული წიგნები.ყველა მეზობელს ტუალეტის კარზე ყდით ქონდათ მიჭედებული უნიკალური წიგნები და მისი ფურცლებით უკანალს იწმენდნენ.რამდენჯერმე ვეცადე დამერწმუნებინა ხალხი რომ ტუალეტის ქაღალდი სულ რაღაც ოცი თეთრი ღირს.თუ თქვენ არ გინდათ წიგნები ნუ გაიმეტებთ ტუალეტისთვის გაყიდეთ და ერთი წიგნის ფასით რამდენიმე წლის სამყოფ ქაღალდს იყიდით. არავის აინტერესებდა ჩემი შეგონება.რამდენჯერმე ვცადე წიგნების გადარჩენა მაგრამ ვერ შევძელი ვერ ავიღე ის რაც მე არ მეკუთვნოდა.ახლა კი თავს ისე ვგრძნობ განსაცდელში რომ მიატოვებ მეგობარს კაცი.10 წელზე მეტი ეყოთ მარგალიტას ბიბლიოთეკა სოფელს.

No comments:
Post a Comment