Wednesday, November 5, 2014

სტალინი

                            სტალინი

   სტალინი ქუჩაში ვიპოვე. ერთი ციცქნა შავი ტალახში
ამოსვრილი ლეკვი იყო.მეზობლის ღობესთან მიცუცქუ–
ლიყო და საბრალო ხმაზე წკმუტუნებდა. რომ დამინახა
გაჩუმდა თავის პატარა ღილის ოდენა თვალებით მომაჩერდა მოკლე კუდი გააქიცინა და ჩემსკენ გამოემართა.
გაზეთში გავახვიე ხელში ავიყვანე და სახლში ერთად მივედით მე და პატარა შავი მოკლე კუდა, დიდყურა ლეკვი.უარყოფითად შეხვდა ყველა სახლში ლეკვის გამოჩენას არავის არ მოეწონა უშნო ლეკვი არც დედას და არც ძმებს.დავბანე თბილი რძე დავალევინე,ესიამოვნა რძე თავის პატარ ხმით აწკმუტუნდა თითქოს მადლობას მიხდიდა.ის დღე იყო და მე და სტალინი განუყრელი მეგობრები გავხდით.სიმალეში არ მოიმატა ისევ ისეთივე პატარა დარჩა როგორიც ვიპოვე მხოლოდ დიდი ყურები უფრო გაეზარდა და გასუქდა.შეიძლება ითქვას რაც სიმაღლეში იყო სიგანეშიც იმხელა გახდა. შემცილე არავინ ყავდა და ეზოს ბატონ პატრონად მიაჩნდა თავი.სასტიკად ავი და უშიშარი იყო არვის და არაფერს არ ეპუებოდა. მერე
კი ცხვირთან უზარმაზარი ულვაში გაეზარდა. მეც ბევრი აღარ მიფიქრია პატარა ტანის, შავი,ულვაშებიანი,დიდ ყურა, ავი,დაუნდობელი და უშიშარი იყო ამიტომ სტალინი დავარქვი.
   ამართლებდა სტალინი თავის სასტიკი,მოსახელეს სახელს.ხომ პატარა ტანის იყო მაგრამ მეტრა– ნახევარზე ხტებოდა სიმაღლეზე.ვინმე თუ ეზოს რკინის ჭიშკარის გაღებას შეეცდებოდა სტალინი აუცილებლად ხელზე მიახტებოდა უშლიდა დიდსა და პატარას ეზოში შემოსვლას.თავისი ასეთი ერთგულებით ოჯახის მიმართ
უშნო გარეგნობის სტალინმა სიყვარული დაიმსახურა ჯერ 
ჩემი ძმების და მერე დედას მხრიდანაც. ისეთი უშიშარი იყო პატარა ტანის ძაღლი ყველას უკვირდა ხშირად ყოფილა მეზობლის უზარმაზარ გერმანულ ნაგაზს თავს დასხმია 
პატარა წვეტიან კბილებს წინ გამოხვანავდა და მიეტანებოდა საკბენად.ბევრჯერაც სასტიკად დაუკბენიათ მასზე ბევრად უფრო დიდ ძაღლებს.ზოგჯე იმ დონემდე რომ გვეგონა ვეღარ გადარჩებოდა.მაგრამ ყოველი ასეთი 
დიდი ბრძოლის შემდეგ ყოველთვის ახერხებდა  სიკვდილისგან თავის დაძვრენას და უფრო სასტიკი და დაუნდობელი ხდებოდა. დღითი დღე უფრო და უფრო
ემსგავსებოდა სტალინი თავის დიდ სეხნიას ხასიათში
ბოლოს გულში ჩადება და დამახსოვრება დაიწყო.
   ერთხელ ძაღლის განწირულმა კივილმა წამოგვყარა ყველა ერთად გავარდით გარეთ და რას ვხედავთ.მეზობლის უშველებელ კავკასიურ ნაგაზს რომელმაც ერთხელ სტალინი ისე დაკბინა რომ თუ გადარჩებოდა აღარ გვეგონა,
თავი შემოეყო ჩვენს ეზოს რკინის ჭიშკარის ქვეშ მაგრამ გაეკვეტა უშველებელი თავი და უკან ვეღარ ახერხებდა 
გაყოფას.სტალინი, რის სტალინი იქნებოდა თუ ამ მომენტს არ გამოიყენებდა. ხოდა მიადგა სტალინი კარებს ქვეშ გაკვეტებულ ძაღლს და თავზე და დინგზე კბენა დაუწყო,
საწყავი ძაღლი განწირულივით კიოდა და შველას ითხოვდა. სტალინმა ჩვენ რომ დაგვინახა მიხვდა რომ არ დავანებებდით მახეში გაბმულ უძლური ძაღლის დაკბენას.
ამიტომ სანამ ჩვენ მივიდოდით ახლოს დრო იხელთა და მთელი ძალით ჩააფრინდა საცოდავ ძაღლს დინგზე.უკანასკნელ ხმაზე წკავწკავებდა ტკივილისგან გაგიჟებული ძაღლი.ბევრი ვუყვირეთ სტალინს მაგრამ ვერ მოვაშორეთ საბრალო ნაგაზს.ბოლოს ხელში ავიყვანე და ჩემსკენ მოვქაჩე კბილები მაინც არ გაუშვა თავის მტერს 
სტალინმა მთელი ძალით დავითრიე ჩემსკენ და ხელში შემრჩა სტალინთან ერთად მის კბილებზე ჩამოკიდებული
საცოდავი ნაგაზის ზედა ლაფში.
 სიცილი უყვარდა სტალინს ძალიან დედა რომ ეტყოდა
გაიცინე ცუგა დასკუპდებოდა უკანა თათებზე და ყველის ვაჭარივით იკრიჭებოდა.26 წელი იცოცხლა სტალინმა ალბათ ყველა ძაღლური სიცოცხლის რეკორდი მოხსნა.
ბოლოს ისე დაბერდა რომ ოდესღაც ავი და დაუნდობელი მიეფიცხებოდა მზეს და ეზოში თუ ვინმე შემოვიდოდა ყურასც არ იპარტყუნებდა.დიდი პატივით დავკრძალეთ სტალინი რამდენ კაციანი ქელეხის სუფრაც კი გადაუხადეთ
არა.არ მოგესმათ კაციანი სუფრა რადგან სტალინის ქელეხზე ქალებიც დავპატიჟე მაგრამ არავინ არცეთ ქალმა არ ისურვა მოსვლა.



No comments:

Post a Comment