Monday, August 17, 2020


           ისეთი ლამაზი იყო სოფიკო!!! ისეთი ლამაზი იყო!!!
           ისეთი სურნელი ქონდა სოფიკოს!!! ისეთი სურნელი
           მწიფე ატმის ბაღს... შერევიაო მაისის ვარდი
           ცისფერი კაბით ჩემს წინაშე იდგა ქალ–ღმერთი
           თვალთ დამიბნელდა,მუხლთ მომეკეცა,ენა დამება.
           სოფოს წინაშე დაჩოქება ლოცვა მომინდა
           როცა დრო იყო... დროს არც ვკარგავდი...
           ყველა კაბიანს,განურჩევლად თავს ვაყვარებდი
           საკუთარ თავზე ასე უსაზღვროდ შეყვარებული!!!
           ისე გავერთე, სამწუხაროდ გვიანღა მივხვდი
           რომ სოფოს სახით ანგელოზი დამიკარგია
           ვიღაცა მეტყვის ეგ ბედი არის, ნუღარ იდარდებ
           ბედისწერას კი ვერასოდეს ვერსად წაუხვალ
           ანგელოზებს კი კაცნი არ უყვართ...

             


No comments:

Post a Comment