Tuesday, March 12, 2019

ოცნებაში ჩაფლულს, დამღლია ფიქრები

   
                                   <<<.....>>>
            ოცნებაში ჩაფლულს, დამღლია ფიქრები,
            სიკეთის კეთებაზე იცი ვგიჟდები
            სავარჯელში ჩაწოლილს ადგომა მეზარება,
            პირ–დაფჩენილი ბუხარი მევედრება
             ადექი, შემიკეთე თორემ ჩავქვრები.
            ოცნებაში ლამაზად მინდოდა მეცხოვრა,
            ლაღად მინდოდა მევლო ქვეყანზე,
            ფიქრებმა დამიღალა უკვე ოცნება,
            პირ–დაფჩენილი ბუხარი მევედრება
            ადექი შემიკეთე თორემ ჩავქვრები. 
            ეხ რამდენია ახლა ჩემსავეთ,
            სავარძელში ჩაწოლილი ზარმაცი კაცები,
            კარგ ცხოვრებაზე მეოცნებე ქართველი,
            ფიქრით, ოცნებით ისე დაღლილან
            კიდიათ ბუხარი რომ ევედრებათ
            ადექი შემიკეთე თორემ ჩავქვრები.
            ნაცრით სავსე ბუხარს შევცქერი,
            ოცნებებით ნაცარქექიას ვემსგავსები.
            ოცნებაში გარბენილს მივტირი ცხოვრებას
            ფიქრებმა შემაჩვიეს უკვე სიზარმაცეს
            ვგრძნობ... აზრი აღარ აქვს...
            ჩამქვრალ ბუხარს თუ შევუკეთებ.
            ჩემს ღმერთს მზეს ვევედრები
            სამშობლო ბედნიერად კარგად მიმყოფე,
            ფიქრმა,ოცნებამ მასწავლა სიზარმაცე
             და მაინც საქართველოს მტრებს
             არსად, არასდროს არ გავახარებ.
             
            
             

                     

1 comment:

  1. ღმერთო როგორი კარგია ზუსტად ასეთი ხართ ქართველი კაცები

    ReplyDelete