Monday, November 11, 2019

ქვა–კუნტია

                  

                    ქვა––კუნტია

                  ( ვუძღვნი ჩემს ბავშვობას)

   ხშირად, სიზმრადაც, დამსიზმრებია

  როგორ ავრბოდი ლიჩის ტყის აღმართს

  ქვა––კუნტიაზე  შემოვდგებოდი

 ხელებ  გაშლილი...  ველოდებოდი 

მზისგან გატყორცნილ სხივების ლაჟვარდს

გავგორდებოდი; გლუვი ქვის ტანზე

ვეფერებოდი, ასეთ ლამაზ ლოდს

ქვა–კუნტიაო როგორ დაგარქვეს

არ მპასუხობდა სალი კლდის თავზე

ვით ტახტრევანზე მჯდომი ქვის ლოდი

მედიდურად რომ ყურს მიუგდებდა

ქვემოთ დაკლაკნილ ძირულას შხუილს.

  არ ვაფასებდი...,  იმ დროს...

  ახლა კი ვნანობ და მენატრება

ლიჩის ტყე–ღრეში მოხეტიალე

ქვა––კუნტიაზე შემდგარი ბიჭი.

 ბოლს რომ ვნახე ხავსს დაეფარა 

ლამაზი ლოდის სხეული გლუვი

სულს რაღაც ჩამწყდდა ...

მივხვდი რომ ყველას დავიწყებოდა

აღარსად იყო ქვეყნად ის ბიჭი

ქვა ––კუნტიაზე რომ შედგებოდა

ხელებ გაშლილი, გულის ფანცქალით

მზის  ამოსვლას  რომ  ელოდებოდა.

ხშირად სიზმრადაც დამსიზმრებია

ქვა––კუნტიაზე შემდგარი ბიჭი...

 

 

 

       


Thursday, August 15, 2019

ვიოლინო

                       ი       ლ     ნ

                   ვ        ო      ი      ო

      დამბურძგლა, ჟრუანტელი მივლის,

      სხეულს, დასცილდა სული....,

      როგორ ღვთავებრივად ჟღერს

      ხეზე გაბმული სიმი.

      კვნესის ვიოლინო, კვნესის

      ფრთები ჩქარა, ფრთები...

      უნდა... დავაბრუნო უკან

      ცაში გაფრენილი ხმები.




                                 

 

                   


Tuesday, March 12, 2019

ოცნებაში ჩაფლულს, დამღლია ფიქრები

   
                                   <<<.....>>>
            ოცნებაში ჩაფლულს, დამღლია ფიქრები,
            სიკეთის კეთებაზე იცი ვგიჟდები
            სავარჯელში ჩაწოლილს ადგომა მეზარება,
            პირ–დაფჩენილი ბუხარი მევედრება
             ადექი, შემიკეთე თორემ ჩავქვრები.
            ოცნებაში ლამაზად მინდოდა მეცხოვრა,
            ლაღად მინდოდა მევლო ქვეყანზე,
            ფიქრებმა დამიღალა უკვე ოცნება,
            პირ–დაფჩენილი ბუხარი მევედრება
            ადექი შემიკეთე თორემ ჩავქვრები. 
            ეხ რამდენია ახლა ჩემსავეთ,
            სავარძელში ჩაწოლილი ზარმაცი კაცები,
            კარგ ცხოვრებაზე მეოცნებე ქართველი,
            ფიქრით, ოცნებით ისე დაღლილან
            კიდიათ ბუხარი რომ ევედრებათ
            ადექი შემიკეთე თორემ ჩავქვრები.
            ნაცრით სავსე ბუხარს შევცქერი,
            ოცნებებით ნაცარქექიას ვემსგავსები.
            ოცნებაში გარბენილს მივტირი ცხოვრებას
            ფიქრებმა შემაჩვიეს უკვე სიზარმაცეს
            ვგრძნობ... აზრი აღარ აქვს...
            ჩამქვრალ ბუხარს თუ შევუკეთებ.
            ჩემს ღმერთს მზეს ვევედრები
            სამშობლო ბედნიერად კარგად მიმყოფე,
            ფიქრმა,ოცნებამ მასწავლა სიზარმაცე
             და მაინც საქართველოს მტრებს
             არსად, არასდროს არ გავახარებ.
             
            
             

                     

Wednesday, February 6, 2019

ჩათლახისათვის ძეგლი აუგიათ

               ჩათლახისათვის ძეგლი აუგიათ

                   ვიღაცა ჩათლახს ბევრი უცოდვილია
                   კომუნისტების დიდებაზე უჯღაბნია
                   რუსები ჩვენი ძმებიაო უძახია
                   სტალინი ღმერთზე დიდიაო უყვირია
                   თავის ბოდვისთვის ლექსები უწოდებია.
                   მერე ამ ვითომდა ლექსებისთვის
                   კრემლისგან პრემიაც კი მიუღია
                   ცხოვრება მეფეზე უკეთ აუწყვია
                   ოჯახი შეუქმნია,შვილები დაუზრდია
                   რომ ჩაძაღლებულა მასავე ჩათლახს
                   ვაჟას, ილიას, აკაკის გვერდზე
                   წმინდა ადგილას მთაწმინდაზე ჩაუფლია.
                   თოთხმეტი წლის ბიჭს აფხაზეთში
                   რუსებთან ომში თავი შეუკლია
                   აღარავის ახსოსვ ყველას დავიწყნია
                   ჩათლახისათვი ჩათლახებს კი ძეგლი აუგიათ.

Thursday, January 10, 2019

ვცდილობ დაგხატო

               ვცდილობ  დაგხატო!!!

            ვცდილობ დაგხატო! ვცდილობ დაგხატო!
                თვალები ხატულა.... რით გამოვხატო
                ნეტავ  სიყვარულს როგორ ხატავენ
                ბაგე რა  ფერით გამოვარტახო.
                ვცდილობ დაგხატო! ვცდიილობ დაგხატო!
                რომ მიღიმი... და თან  მებუტები
                როგორ ჩავხატო?  როგორ ჩავხატო?
                შენი სხეული ვნებად დაღვრილი
                მითხარ ეგ გრძნობა რას მივახატო
                ო! რომ იცოდე როგორ ვცოდდვილობ
                შენ რომ დაგხატო!შენ რომ დაგხატო!
                მე ფუნჯით ვცდილობ შენი სურნელი
                უსულო ტილოს... ზედ მივახატო!!!