დროის უფრსკული
სიზმარში ვკოცნი დაბუშტულ ტუჩებს
გამეღვიძება! ვარ აცდენილი რეალობისგან
ძვირფას საჩუქარს შევადარებ შენს პირველ კოცნას
ვით უსასრულოდ, აუხდენელ ოცნებას.
და იმ კოცნისთვის ვაღიარებ ღირდა სიცოცხლე
ის კოცნა იყო ჩემი წილი ბედნიერება.
დრო უფრსკულივით ჩაწოლილა იმ კოცნის მერე
ვეღარ ვახერხებ ამ უფრსკულზე ხიდის გადებას
ყოველ წამსა და ყოველ წუთს შორის
დროის უფრსკული უფრო ღრმავდება.
სიზმარში ვკოცნი დაბუშტულ ტუჩებს
გამეღვიძება! ვარ აცდენილი რეალობისგან
ამ უზარმაზარ დროის უფრსკულზე
ვეღარ ვახერხებ ხიდის გადებას...
მეც მასე ვარ
ReplyDeletemagaria zaan momecona
ReplyDeleteლამაზი ლექსია
ReplyDeleteპირველი კოცნა მომეწონა
ReplyDeletesuper
ReplyDeleteსაყვარელია და სასიამოვნოა
ReplyDelete