Saturday, August 18, 2018

მზე რომ ვიყო ინნ

            
              მზე რომ ვიყო ინნ...
              შენ სანახავად ამოვალ ცაზე 
              მთვარე რომ ვიყო...
              შენს საწოლთან გავათევ ღამეს
              მთა რომ ვიყო 
              შენს წინაშე მოვიხრი ქედს
              ფიფქი რომ ვიყო, ინნ...
              ტკბილ ტუჩებზე დაგადნებოდი.
              წვიმა რომ ვიყო ...
              მხოლოდ შენ ერთს დაგასველებდი
              ქარი რომ ვიყო, ინნ...
              მოკლე კაბას აგიფრიალებ
              წყარო რომ ვიყო ...
              ლექს მოუყვები შენზე გამვლელებს
              ელვა რომ ვიყო, ინნ...
              გზას გაგინათებ უკუნ ღამეში
              ყინვა რომ ვიყო...
              სახლის ფანჯრებს მოგიხატავდი
              ღმერთი რომ ვიყო ინნ...
              მთელ სამყაროს ფეხქვეშ დაგიგებ.
              
               

Monday, June 11, 2018

დროის უფრსკული

              

           დროის უფრსკული

     სიზმარში ვკოცნი დაბუშტულ ტუჩებს
      გამეღვიძება! ვარ აცდენილი რეალობისგან
      ძვირფას საჩუქარს შევადარებ შენს პირველ კოცნას
      ვით უსასრულოდ, აუხდენელ ოცნებას.
      და იმ კოცნისთვის ვაღიარებ ღირდა სიცოცხლე
      ის კოცნა იყო ჩემი წილი ბედნიერება.
      დრო უფრსკულივით ჩაწოლილა იმ კოცნის მერე
      ვეღარ ვახერხებ ამ უფრსკულზე ხიდის გადებას
      ყოველ წამსა და ყოველ წუთს შორის
      დროის უფრსკული უფრო ღრმავდება.
      სიზმარში ვკოცნი დაბუშტულ ტუჩებს
      გამეღვიძება! ვარ აცდენილი რეალობისგან
      ამ უზარმაზარ დროის უფრსკულზე
      ვეღარ ვახერხებ ხიდის გადებას...


      

Sunday, May 6, 2018

რა დრო გასულა ინნ

        რა დრო გასულა ინნ...


ქარიშხალი! რომ ყანას დააწვენს
ისე გადაგიწვენ მკლავზე...
შენ ღმერთს ვფიცავარ რომ არ დაგინდობ
კაბას შემოგახევ... ტანზე...

მკლავებს შემოგხვევ,გულში ჩაგიკრავ
ზედ დაგაწვები ტანით...
ბაგეს მოგიწუწნი–ძუძუს დაგისრისავ
ვნებას გაგიღვიძებ ძალით...

თვალნი მიბნედილი,ენით მეფერები
კვირტებს დაგიკბენ,სურვილს ემონები
ყელზე მეხვევი, ყურში ჩამჩურჩულებ,
მინდა, ჩქარა! შემოხვიდე ჩემში...

ქარიშხალი რომ ხეს დაკეცავს
ისე მოგკეცავ ჩემს ქვეშ...
არ დავფიქრდები–დაგეუფლები
ბოლომდე ჩავიღვრები შენში.


ზემოდან შემოგისვამ ფეხებს შემომხვე!
 სიყვარულს ჩავწვდებით ერთად
ქარიშხალი რომ ჯეჯილს გათელავს
ისე წაგვლეკავს... ვნება...

 ქანც გალეული ზედ დამემხობი
მკერდზე მკოცნი და ოხრავ...
 ფუღუროში შემძვრალ ციყვივთ
მეც არ გამოვალ შენგან...

მერე ქვეშ მოგიქცევ...მაგრად გაგაჭენებ...
ისევ გავაღვიძებ შენში ვნებას
არ მომერიდები ხმამაღლა მეტყვი
ღმერთო რა ტკბილია ჩემში რომ ხარ!

რა დრო გასულა...ინნ...
რა დრო დაგვიკარგავს...ინნ...
რატომ ვიჩხუბეთ ნეტავ...
ქარიშხალივით ჩამცხრალა ვნება...







Tuesday, March 13, 2018

ოცნებაში შექმნილი


მიყვარხარ, რამდენჯერ მითქვამს სათვალავი ამრევია,
ამ სიტყვამ უკვე თავგზაც კი ამირია...
გრძნობები გამიყალბდა, გზებიც ამბურდვია.
ასე რომ ვიცხოვრე,ახლა უკვე მწყინს გულიც დამღლია.
მთელი ჩემი ცხოვრება ერთი უნიჭო სპეკტაკლია,
და როგორც თეატრში ბოლოს ნიღაბს რომ მოიხსნიან,
ოცნებით შექმნილი სამყარო მხოლოდ დიდი ტყუილია
ტყუილში ყოფნა და ცხოვრება... ჩემი სასჯელია.