წვიმის ქალი
: ეძღვნება ყველა ქალს ვისაც წვიმა გიყვართ :
წკაპ–წკუპ, წკაპ–წკუპ, ფანჯარაზე მიკაკუნებს წვიმა
ფარდას გავწევ,ბეღურები შემომსხდარან ფანჯრის იქეთ მხარეს
არ გაფრინდნენ,პირს აფჩენე,თითქოს მთხოვენ ნახე როგორ გვშია
იქნებ რამე გემეტება, იქნებ დაგრჩა სახლში რამე...
ნაფხვენები ნარჩენები დაგვიყარე....
მემეტება როგორ არა, მოიცადეთ არ გაფრინდეთ
და დაუყრი ახალი წლის სუფრის ნარჩენს...
ნამცხვრებსა და ხაჭაპურის ნაჭერს...
აჟივჟივდნენ მიესიენ საჭმელს უცებ
კენკავენ და ჭიკჭიკებენ მადლს მიხდიან გაიხარე.
მერე გაძღნენ,გამიფრინდა ყველა ერთად
მიმატოვეს დავრჩი მარტო ფანჯარის აქეთ მხარეს
წკაპ–წკუპ,წკაპ–წკუპ,ფანჯარაზე მიკაკუნებს წვიმა
იანვარში თოვლს ველოდი მაგრამ ნახეთ...
ციდან შხაპა– შხუპით მოდის წვიმა.
გელოდები ამ წვიმაში–წვიმის ქალო
წვიმის ფარდის იქეთ,შენი სახე მინდა დავინახო.
ბეღურებს,ხომ არ აქვთ გული როცა გაძღნენ გამიფრინდნე
მიმატოვეს, ფანჯარასთან მატოდ, მარტო
იქნებ შენ გულს დაეკითხო კარგო
იქნებ შენ გულს დაეკითხო კარგო
იცი როგორ მენატრები ამ წვიმაში წვიმის ქალო.
წკაპ–წკუპ,წკაპ–წკუპ ფანჯარაზე მიკაკუნებს წვიმა
.ვერ ვივიწყებ შენს ბუტია და ტკბილ ტუჩებს
შენს ლოდინში ფანჯარასთან დამიღამდა
მენატრები,უსასრულოდ .მენატრები წვიმის ქალო.
No comments:
Post a Comment