ბუკიას ბაღი
ბუკიას ბაღი,პეკინის მხარეს,სკამი კუთხეში
ვზივართ მე და შენ, მკოცნი ტუჩებში...
ოცნებებს ვითვლით მოწმენდილ ცაზე,
ოცნებებს ვითვლით მოწმენდილ ცაზე,
არ გენატრება!? კარგო! ის ღამე...
ბუკიას ბაღში ვკოცნით ერთმანეთს.
ბუკიას ბაღში ვკოცნით ერთმანეთს.
გიბრწყინავს სახე, ბედნიერი ხარ,
ლამაზ თითებით თმებს გამისწორებ
ღმერთმა ხომ იცის როგორ გინდივარ
არ გენატრება!? კარგო! ის ღამე...
ბუკიას ბაღში ვკოცნით ერთმანეთს.
მეხვევი ვნებით ... მეჩურჩულები...
ო! რა ტკბილი ხარ ნუთუ ვერ ხვდები
როცა ერთად ვართ დროც კი ჩერდება
ჩვენ ორს გვეკუთვნის სამყარო ვრცელი
არ გენატრება!? კარგო! ის ღამე...
ბუკიას ბაღში ვკოცნით ერთმანეთს.
ბუკიას ბაღში ვკოცნით ერთმანეთს.
მეხვევი ვნებით ... მეჩურჩულები...
ო! რა ტკბილი ხარ ნუთუ ვერ ხვდები
როცა ერთად ვართ დროც კი ჩერდება
ჩვენ ორს გვეკუთვნის სამყარო ვრცელი
არ გენატრება!? კარგო! ის ღამე...
ბუკიას ბაღში ვკოცნით ერთმანეთს.
შუა იანვარში ვზივარ ჩვენს სკამზე,
უაზროდ გნატრობ,ვიცი არ მოხვალ
ცივა..., ავყვები ზემოთ ქუჩაზე...
დღესაც დავთვრები,რომ არ ციოდეს,
ბუკიას ბაღში...პეკინის მხარეს...
ღამეს გავათევ... სკამზე კუთხეში
არ გენატრება!? კარგო! ის ღამე...