ფურთის თამაში
ფურთს ვთამაშობდით–ოცნების ასრულებაზე
მოგიგე გეწყინა, მე უნდა მომეგო
საწოლზე ვისხედით ფეხმორთხმით პირისპირ
გაკოცე ტუჩებში, შენც ხომ ეს გინდათქო.
კი, მინდა მაგრამ მე უნდა მომეგო
სურვილი ჩემი იყო, მე უნდა მეკოცნაო
პატარა თათაებს მკერდზე მცემდი და
მე უნდა მომეგო, რატომ მომიგეო.
მერე აკისკისდი– მომეხვიე ყელზე
ყველაზე კარგი კაცი უკვე მოგიგეო
ვნებით მკოცნიდი ნატა მთელ სხეულზე
როგორი ტკბილი ხარო ღმერთო დამინდეო.
ვთამაშობთ ფურთს– ოცნების ასრულებაზე
მაგრამ ოცნებას ფრთები უცებ შემოეცალა
დიდი ხანია უკვე სხვამ შემიყვარა
შენ ტუჩებში კოცნისთვის აღარ მეცალა.
მიხვდი გამქრალიყო ოცნება ფურთის თამაშში
ნამტირალ სახით პატიებას მთხოვდი ქუჩაში
ცისფერი თვალები ჩაძირულა ცრემლში და დარდში
მებრალებოდი მაგრამ უკვე გაგცვალე სხვა ქალში.
ყველაზე უაზრო თამაში ნატა ფურთის თამაშია
არ გაგიმართლა, მე მაბრალებ შენი ბრალია
გვიან გაიგე სიყვარული ჩემთვის მხოლოდ თამაშია
ოცნება შენი ზღვაში ჩაძირული მზის მსგავსია.
ფურთს ვთამაშობთ–ოცნების ასრულებაზე
ცისფერ თვალებში ჭინკები აღარ გიხტოდა
ყველაფერს ააქვს დასასრული ამ ქვეყანაზე
შენ სიყვარულსაც დიდი ხანია აზრი აღარ ქონდა.
No comments:
Post a Comment