ფუმფულა კატა იყო.ისეთი სასიმოვნოდ ლამაზი იყო,რომ
ყველას არა თუ მოსწონდათ,არამედ უყვარდათ.
ისიც გრძნობდა რომ სახლში ყველა პატივისცემით ეპყრობოდა.დიდ ფუმფულა კუდს აიბზეკდა,თავს წინ გამოსწევდა და მედიდურად დააბიჯებდა სახლში.ყველას
გვიყვარდა ხაფრევანი სამივე ძმას,დედასა და მამასაც.ხაფრევანიც გრძნობდა ჩვენს სიყვარულს და ისიც სამგიერო სითბოთი გვპასუხობდა.თუ რომელიმეს დაგვინახავდა სავარძელში მჯდომს ფეხი ფეხზე გადადებულს,აუცილებლად მოვიდოდა თავის ფუმფულა ტანით ფეხზე გაგვეხახუნებოდა და იწყებდა კრუტუნს.თითქოს ამბობდა რა კარგია რომ თქვენ მე მყავხართ მე კი თქვენო.
უამრავ სიკეთესთან ერთად ხაფრევანი უჩვევულოდ ამაყი და ამასთან ერთად წარმოუდგენლად ზარმაცი იყო.
ხალიჩაზე გაწოლილისთვის თაგვს თავზე რომ გადაერბინა მისთვის.თავს ოდნავ წამოსწევდა თავის უზარმაზარი ჭრელი თვალებით მიაჩერდებოდა და მიაკნავლებდა თითქოს ეუბნებოდა ნეტავი შენ რომ არ გეზარება წაღმა უკუღმა რომ დარბიხარო.იმდენად ამაყი იყო რომ თუ საჭმელს ისე მიუგდებდი და საგანგებოდ არ მიართმევდი პირს არ დააკარებდა გაგაბუტებოდა გვერდზე გადგებოდა მე შენი ძაღლი კი არ ვარ მსაე რომ მექცევიო.
ხომ ყველას გვიყვარდა ხაფრევანი,მაგრამ მამას განსაკუთრებით უყვარდა.თვითონ მოიყვანა რამდენიმე წლის უკან პატარა კნუტი და სახელიც თვითონ შეურჩია.
ხაფრევანსაც განსაკუთრებით უყვარდა მამა მის გარეშე ვერ ძლებდა ერთგული ძაღლივით დაყვებოდა ყველგან ვენახშიც კი.
სიცოცხლის ბოლო წელს მამა ავადყოფრბდა.იმდენად დასუსტდა რომ სიარული უჭირდა.მთელი დღე თავის ოთახში ტახტზე იჯდა და წიგნის კითხვით ერთობოდა.
ხაფრევანი ერთი წუთითაც არ შორდებოდა მამას.როგორც
კი მამა წიგნის კითხვას იწყებდა დაუწვებოდა ფეხებთან და
იყო მთელი დღე მასთან.მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში გადიოდა გარეთ.მივიდოდა კართან დაჯდებოდა უკანა ფეხებზე და იყო ასე მანამდე სანამ ვინმე კარს არ გაუღებდა.
ხაფრევანი რომ კართან აიტუზებოდა,მამა გამოგვძახებდა ეე ბიჭო ხაფრევანს ტუალეტში უნდა კარი გაუღეთო.მთელი წელი არ მოშორებია მამას ხაფრევანი გვერდიდან მის სწოლში ფეხებთან ეძინა.
მამა 19 იანვარს ნათლისღების დღეს დაიღუპა.
საშინელი ყინვა იყო.ზალაში დაასვენეს მამა.მეზობლები გვაფრთხილებდნენ ყველა კარი კაოგად ჩარაზეთ რომ კატამ ღამე მიცვალებული არ გააფუჭოსო.დილით სამძიმარზე მოსულ ხალხს ზალის კართან გართხმული დახვდათ ხაფრევანი.დაუტატანეს გააქციეს.რამდენიმე ხნის შემდეგ ისევ მობრუნდა და ისევ ზალის კართან დაწვა.ისევ გააგდეს. ბოლოს მიხვდა და კარის კუთხესთან აიტუზა.ერთი კვირის მანძილზე არც უჭამია და არც დაუკნავლია იწვა თავისთვის კარის კუთხესთან და საცოდავი თვალებით იყურებოდა ზალაში.
მამა რომ გავასვენეთ ხაფრევანიც წამოგყვა სასაფლაოზე.
დიდსა თუ პატარას უკვირდა კატის ასეთი ერთგულება.
გასვენების მეორე დღეს მოვიკითხეთ ხაფრევანი არსად არ ჩანდა.და მას მერე აღარც გამოჩენილა სახლში.
მამას ორმოცზე სასაფლაოზე სანთლებს რომ ვანთებდით.
უცებ საიდაღანც მოლასლასდა გამხდარ გაძვალტყავებული ,ბეწვებ გაცლილმ კატა.გაგვიკვირდა მერე კი თვალებით ვიცანით რომ ხაფრევანი იყო.ხაფრევან–ხაფრევან სამივე ძმა ერთად ავყვირდით.გვინდოდა რომ დაგვეჭირა და სახლში წაგვეყვანა.მაგრამ ახლოს არ მიგვიკარა კატამ.
სასაფლაოდან რომ ვბრუნდებოდით უკან მიმახედა რაღაც უცნაურმა ძალამ.მივიხედე და დავინახე მამას საფლავზე უკანა თათებზე დაყუნცულიყო ტყავად და ძვალად ქცეული ხაფრევანი და მამას სურათს მისჩერებოდა.ეს
იყო ჩვენი უკანასკნელი შეხვედრა ხაფრევანთან.
მას შემდეგ 15 წელი გავიდა და მენატრება კაცს კატის ერთგულება.

No comments:
Post a Comment