Wednesday, January 1, 2014

მზე გილოცავ

                  მზე გილოცავ!

  მზე გილოცავ ახალ წელს! მინდა რომ ამ წელს ძალზე ხშირად გნახო უსასრულო ლურჯ ცაზე მედიდურად მოსეირნე. მინდა რომ სულ იყო ნათელი და თბილი.
   ახალ წელს ვულოცავ ჩემ ძმებს და ჩემ ძმიშვილებს.
შენ ხომ ყველაზე მეტად იცი მზე რომ ძმები და ძმიშვილები საკუთარ თავზე მეტად მიყვარან.ვუსურვებ მათ სულ სიკეთეში და ბედნიერებაში გაეტარებინოთ 2014 წელი.
    კიდევ მინდა ყველაზე ლამაზ მშვენიერ ქალს მიულოცო მზე 2014 წელი. თუმცა მე და ის ქალი ძალზე ხშირად ვჩხუბობთ და ვებუტებით პატარა ბავშვებივით ერთმანეთს.
მაგრამ შენ ხომ იცი მზე რომ ის ქალი ყველაზე მეტად მიყვარს ქალთა შორის. მხოლოდ ის მიყვარს და მეყვარება.
და მინდა იყოს ჩემი სიყვარული ბედნიერი მზე.


No comments:

Post a Comment