ნუთუ
მართლაც ხომ კარგი ვარ ლამაზო
ნახე როგორ ვნებით გკოცნი
ნუთუ შეგიძლია დაივიწყო
ჩემი ტუჩების ეშხი.
ნუთუ აღარ გინდა დაგიკოცნო
ეგ ბუტია ტუჩები ტკბილი
ნუთუ აღარ გინდა კალთაში ჩაგიდო
ჭაღარა თავი ჩემი...
ნეტავ როგორ ძლებს უჩემოდ
შენი, პატარა მკერდი...
მინდა ჩამეხუტო და სხვას კი არა
მხოლოდ მე მკოცნიდე ყელში.
ნუთუ აღარ გინდა დამატოლო
ეგ შენი თითები თლილი
ნუთუ აღარ გინდა ვნებით გითხრა
მე ვცოცხლობ მხოლოდ შენით.
მინდა შეგისვა კისერზე
და წაგიყვანო მზესთან
მინდა რომ სულ ერთად ვიყოთ
აქაც, იქაც და ყველგან.
მინდა რომ შენ სხეული
ელოდებოდეს ჩემასა...
მინდა რომ აღარ ვიჩხუბოთ
თუნდ მოინდომოს ღმერთმა.
მინდა რომ გენატრებოდე
ძილში, სიზმრად თუ ცხადად
მიყვარხარ, მხოლოდ მე მითხრა
და არ ნატრობდე სხვასვაც.