როგორ ვერ ვიტან,ვერ ვიტან მოღრუბლულ ამინდს.ვერ ვიტან მზე რომ არ ჩანს,ვერ ვიტან რომ აგრილდა,ვერ ვიტან ზამთარს.არა და დღევანდელი ამინდი თითქოს მახსენებს რომ მალე ზამთარი მოვა.სულ ერთი წუთით,სულ ერთი წუთით რომ ვიყო ღმერთი პირველ რიგში ზამთარს გავაუქმებდი.ასეთ ამინდში როცა მზე არ ჩანს.დაუოკებელი სურვილი მიჩნდება შენი ნახვის.როცა იცინი ასე მგონია მზე ანათებს.შენი სიცილი და კოცნა მზის სხივებს და სითბოს ანაცვლებს ჩემში.ამიტომ მიყვარხართ ორივე შენ და მზე.როცა მზე არ ჩანს შენ მაძლებინებ.ხოლო როცა შენ არ ხარ ჩემთან,მზე მეფერება სითბოთი მავსებს.იმედს მაძლევს რომ შენ მალე ისევ ჩემთან იქნები.მე მიყვარს მზე!მე მიყვარხარ შენ ჩემო ლამაზო თბილო და ტკბილო ქალო.მიყვარს შენი ცისფერი თვალები.როცა შენ თვალებს ვკოცნი,ასე მგონია სამყარო მე,მხოლოდ მე მეკუთვნის.
No comments:
Post a Comment