მინდა დაგხატო
მინდა დაგხატო! მინდა დაგხატო!
მეზობლის გოგო, მინდა დაგხატო
ხატვა არ ვიც...და მაინც ვცდილობ
მეზობლის გოგო,შენ რომ დაგხატო.
თვალები ასე სასტიკი ურცხვი
მითხარ ეგ გრძნობა როგორ ჩავხატო
შენი სხეული ვნებად ქცეული
სად მივიხატო, სად მივიხატო
ხოდა სიყვარულს როგორც ხატავენ
მეც ისე მინდა შენ რომ დაგხატო
ო! რომ იცოდე როგორ ვცოდვილობ
მეზობლის გოგო, შენ რომ დაგხატო.
ოცნებით ვცდილობ შენი სურნელი
კამკამა, ლურჯ ცას ზედ მივახატო
მინდა დაგხატო! მინდა დაგხატო!
მეზობლის გოგო,მინდა დაგხატო.
No comments:
Post a Comment