ზოგჯერ
ზოგრჯერ გალეშვა მინდება
შენთან ჩხუბიც მინდა ხანდახან
გული მისკდება დარდისგან
როგორ დავშორდით თანდათან.
იქნებ შესძლო და დამინდო
ვიცი გულს გტკენდი ხანდახან
შენი ალერსი მიჭირდება
სულ მუდამ, არა ხანდახან.
ზოგრჯერ სიცოცხლე მბეზრდება
ღმერთსაც ვემდური ხანდახან
ვისაც კი აღარ გიყვარვართ
ყველას გიკიდებთ თანდათან.
ხშირად მარტო ყოფნა მინდება
წიგნს არ ვკითხულობ ხანდახან
თუკი თქვენ აღარ გახსოვართ
მეც მავიწყდებით თანდათან.
ბევრჯერ უხეშიც ვიყავი
თავს გაბეზრებდი ხანდახან
შენს ლამაზ თვალებს ძვირფასო
ვერ დავუთმობდი სხვა კაცსა
ზოგჯერ ბავშვობა მინდება
უკან დაბრუნება მინდა ხანდახან
შეცდომებს გამოვასწორებ ...
რაც დამიშვია გზადაგზა
No comments:
Post a Comment