მომღიმარ სახით შევცქერ ნაძვის ხეს
თვალს ამიჭრელებს გრილიანდები
მოციმციმე...,ათას ფერადი
ტკბილ ბავშვობაში დამიბრუნებენ.
დაზნექილია,თავს ძლივს იკავებს
ხორაგით სავსე ძველი მაგიდა
და რქაწითელი, ღვინო ღვთიური
სუფრასთან გვიხმობს დიდსა–პატარას
კარგად შემთვარალი სახლიკაცები
ვისაც გიყვარვართ ყველას გლოცავენ
სიმღერით ძველ წელს გააცილებენ
თორმეტს მიაბრჯენს, ისრის წვეტები,
ატყდება თოფის ბათქი–ბუთქები.
შემოვდი,ფეხი გწყალობდეს ღმერთი
კარს შემოგვიღებს მეზობლის ბიჭი
მეკვლე ძვირფასი,ჩურჩხელით ხელში
ყველამ ერთ ხმაში გვწყალობდეს ღმერთი.
ღვინომ დაგჯაბნათ, აყაყანდით,
მე თამადას, გამითამამდით.
დამილოცნიხართ, შევსვი სასმის
თქვენთან გადამოვედი ალავერდი.
ასე სიტკბოში ბედნიერად დამიბერდი.