ჩემი კლასელები
გავიხსენებთ წარსულს
სიცოცხლეზე ვმღერი
ვეტრფით საქართველოს
მე და კლასელები.
ვერცხლისფერი თმები
დაღარული შუბლი
როგორ შეიცვალნენ
ჩემი კლასელები.
არაფერი ბევრი
ოცნებები ძველი
მოგონებებს ვებრძვით
მთვრალი კლასელები.
არეული გზები
დაკარგული წლები
თითქმის განახევრდნენ
ჩემი კლასელები.
მისტირიან წარსულს
გვქონდა ყველაფერი
ემდურიან აწმყოს
მთვრალი კლასელები.