Saturday, May 23, 2020

თამო–თამო

                              თამო– თამო

 

        თამო– თამო გულში ვიმეორებ
        სული ნეტარებით, სითბოთი მევსება
        შენმა სილამაზემ და შენმა სურნელმა
        თამო– თამო ოცნება მასწავლა. 
        დაბუშულ ბუშტს... ვგავდი...
        უშნოდ, ძირს გართხმულს...
        ოცნება არ მქონდა არავინ მიყვარდა
        ვფიქრობდი ცხოვრება უკვე დამთავრდა
        შენმა ღიმლმა და შენმა თვალებმა
        თამო–თამო სიყვარული მასწავლა.
        აღარ ვარ ის ბუშტი დაბუშული...
        და ვფიქრობ ცხოვრება ახლა იწყება,
        სიყვრულით მთვრალი ვარ, მთვრალი...
        ფრთების გარეშე ცაში დავფრინავ
        არ მერიდება ხმამაღლა ვყვირი!!!
        თამო–თამომ სიყვარული მასწავლა!