ქვა––კუნტია
( ვუძღვნი ჩემს ბავშვობას)
ხშირად, სიზმრადაც, დამსიზმრებია
როგორ ავრბოდი ლიჩის ტყის აღმართს
ქვა––კუნტიაზე შემოვდგებოდი
ხელებ გაშლილი... ველოდებოდი
მზისგან გატყორცნილ სხივების ლაჟვარდს
გავგორდებოდი; გლუვი ქვის ტანზე
ვეფერებოდი, ასეთ ლამაზ ლოდს
ქვა–კუნტიაო როგორ დაგარქვეს
არ მპასუხობდა სალი კლდის თავზე
ვით ტახტრევანზე მჯდომი ქვის ლოდი
მედიდურად რომ ყურს მიუგდებდა
ქვემოთ დაკლაკნილ ძირულას შხუილს.
არ ვაფასებდი..., იმ დროს...
ახლა კი ვნანობ და მენატრება
ლიჩის ტყე–ღრეში მოხეტიალე
ქვა––კუნტიაზე შემდგარი ბიჭი.
ბოლს რომ ვნახე ხავსს დაეფარა
ლამაზი ლოდის სხეული გლუვი
სულს რაღაც ჩამწყდდა ...
მივხვდი რომ ყველას დავიწყებოდა
აღარსად იყო ქვეყნად ის ბიჭი
ქვა ––კუნტიაზე რომ შედგებოდა
ხელებ გაშლილი, გულის ფანცქალით
მზის ამოსვლას რომ ელოდებოდა.
ხშირად სიზმრადაც დამსიზმრებია
ქვა––კუნტიაზე შემდგარი ბიჭი...