მზე რომ ვიყო ინნ...
შენ სანახავად ამოვალ ცაზე
მთვარე რომ ვიყო...
შენს საწოლთან გავათევ ღამეს
მთა რომ ვიყო
შენს წინაშე მოვიხრი ქედს
ფიფქი რომ ვიყო, ინნ...
ტკბილ ტუჩებზე დაგადნებოდი.
წვიმა რომ ვიყო ...
მხოლოდ შენ ერთს დაგასველებდი
ქარი რომ ვიყო, ინნ...
მოკლე კაბას აგიფრიალებ
წყარო რომ ვიყო ...
ლექს მოუყვები შენზე გამვლელებს
ელვა რომ ვიყო, ინნ...
გზას გაგინათებ უკუნ ღამეში
ყინვა რომ ვიყო...
სახლის ფანჯრებს მოგიხატავდი
ღმერთი რომ ვიყო ინნ...
მთელ სამყაროს ფეხქვეშ დაგიგებ.