Monday, July 31, 2017

ორმოცდათხუტმეტს ზემოდან გადავუარე

                       §§§§§§§§§§ 

 ორმოცდათხუტმეტს ზემოდან გადავუარე
 ორმოცდათექვსმეტს მივადგები მალე
 მრავალი სიკეთე მიკეთებია!?...
 ავიც დამიგროვდა ბევრი რამე.

 ჭამა–სმა სიამოვნებას არ მანიჭებდა
 სიყვარული იყო მხოლოდ ჩემს გზაზე
 ფული და ქონება არასდროს მხიბლავდა
 მეამაყებოდა რომ ვუყვარდი ქალებს.

 შრომას და ოფლის სუნს მირჩევნოდა
 წიგნი მეკითხა მთელი ღამე!?...
 სიკვდილზე უფრო მეტად მეშინოდა
ცუდი არ ეთქვათ ჩემზე რამე.