Friday, December 6, 2013

ნატვრა

                             ნატვრა

                  მე მენატრება ბავშობა ჩემი,
                        სამი ძმა მარტო......
                        დიდ, უზარმაზარ, ცარიელ სახლში                                              დავხტივართ,ვცელქობთ ვართ ერთ ამბავში  
                        დედა სადაა...დედა სკოლაში...
                        ეზოში დინჯი  ბომბორა
             ძაღლი,
                         ბასრა კბილება,ბასარა   
             ჩვენი
                        ჭკვიან თვალებით რომ
            გვიცქეროდა
                        როგორ შევრბოდით...
            კარიდან... კარში
                        წაქცეულ ღობეს ზედ
             ვევლებოდით
                        ვინ უფრო მაღლა ვინ
              უფრო განში
                        სულ არაფერი არ გვქონდა მაშინ
                        სამნი ვიყავით ცარიელ სახლში...
                        დედა სადაა...დედა სკოლაში...
                        ო! როგორ მინდა წამით დავბრუნდე 
                        არაფრის მქონე ჩემს ბავშობაში...
                        
                         

                        

სიჩუმე

                             უ მ ე !!!
  ეს ამბავი 22  წლის უკან მოხდა. მთელი ამ წლების განმავლობაში ვფიქრობდი მომეყოლა თუ არა.  ბევრი, უსასრულოდ
ბევრი, ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე ყველაფერი ისე მო–
მეთხრო თქვენთვის როგორც მაშინ იყო.მიუხედავდ  იმისა გაიგებთ თუ არა.
   სოხუმსა და ოჩამჩირეს შორის ერთ აფხაზურ სოფელ–
ში.რუსები და ჩეჩნები დაბანაკდნენ. შტაბში გადაწყვი–
ტეს მათი განადგურება. გამთენიისას რამდენიმე ასეუ–
ლი ჯარისკაცით, ტანკებისა და არტილერიის მხარდა–
ჭერით იმ სოფელში შევედით. ბრძოლა რამდენიმე საა–
თი გრძელდებოდა. ტანკებიდან თუ გაუბიცებიდან გა–
ტყორცნილი ჭურვები ჩვენ წინ სკდებოდა. იყო ჯოჯო–
თური ხმაური. ერთმანეთში ირევოდა ქართული, რუ–
სული, ჩეჩნური და აფხაზური გინება თუ კვნესა. 
   ძალზე ახლოს ვიყავით მტერთან. იმდენად ახლოს რომ სრულად გვესმოდა მათი გადაძახილები და სიკვ–
დილის პირთან მყოფი მტრის აგონია. გვესმოდა დაჭრი–
ლთა მუდარა რომ დავხმარებოდით. არეულიყო ერთმა–
ნეთში ტანკის გრუხუნი ყუმბარების აფეთქების ხმა.
ადამიანების კვნესა თუ ვედრება უფლისადმი როგორმე
ეხსნა ამ ჯოჯოხეთიდან. მტერს ცოცხალი ძალითაც და
ტექნიკითაც აღვემატებოდით. ცდილობდნენ წინაა–
მდეგობის გაწევას ბოლოს კი მაინც გატყდნენ. ერთბა–
შად იხუვლეს, ამოხტდნენ სანგრებიდან და უკან მოუ–
ხედავად გაიქცნენ. დავედევნეთ, გარბოდნენ თავქუდ–
მოგლეჯილი რუსები მათ კი უკან მისდევდნენ ვაცი–
წვერა ჩეჩნები. მიდევდით და გაქცეულებს ზურგში ტყვიას ვესროდით. ომი თითქოს ნადირობას დაემგზავ–
სა. გარბოდა ნადირი, ყოველი ჩვენგანი კი ცდილობდა რაც შეიძლება მეტი მოეკლა. დაკარგული იყო იმის შეგ–
რძნება რომ ადამიანს კლავდი. გარბოდნენ თავპირის 
მტვრევით, დაჭრილებს და მიცვალებულებს პირდაპირ გზაზე ყრიდნენ. გარბოდნენ ისე გამწარებით თითქოს უნდოდათ ვიღაცისთვის თუ რაღაცისთვის გაესწროთ თუ გადაესწროთ. წამიერად გამიკვირდა მათი ასეთი 
სიმხდალე. აქამდე არ მენახა ომში ასე შეშინებული მტე–
რი თუ მოყვარე. ომში მყოფ ყველა მეომარს ზოგს სრუ–
ლად ზოგსაც  რაღაცა დოზით გადალახული აქვს სიკვ–
დილის შიში. ისინი კი ისე გარბოდნენ თითქოს სიკვდი–
ლზე ბევრად უარეს გაურბოდნენ. სოფლის ბოლოს ხევი 
იყო სადაც პატარა მდინარე მოედინებოდა. კისრისტეხ–
ვით გადაეშვნენ ხრამში. ისმოდა როგორ შეცვინდნენ მდინარეში, როგორ გამალებით ცდილობდნენ მეორე ნაპირზე გასვლას. ხევის პირას ვიდექი, გადავწყვიტე 
ქვევით ჩასვლა ასეულს ვუბრძანე რომ მომზადებული–
ყვნენ მდინარის გადასალახავად. ამ დროს რადისტმა მომახსენა შტაბიდან ბრძანება მოვიდა, მდინარეს იქით არ გადავსულიყავით. ჯარისკაცებს ვუბრძანე რომ შეჩე–
რებულიყვნენ. ვუბრძან მწყობრი დაეცვათ, უკან ისე გავბრუნებულიყავით მტერს არ შესძლებოდა უკნიდან თავდასხმა. სწრაფად მოხდა გადაჯგუფება მტრის მხარეს გამოცდილი მეომრებმა დადგნენ. 
      უცებ თითქოს დროც გაჩერდა ჩვენთან ერთად. ირ–
გვლივ ჩვენს გარშემო ყველაფერი , გაირინდა,
გაჩუმდა.აღარ ისმოდა არც სროლის ხმა. არც ადამინე–
ბის გადაძახილი. მდინარეც თითქოს ადგილზე გაიყინა.
აღარ ისმოდა წყლის ჩქეფის ხმა. სასწაული ფერი მიიღო ირგვლივ ყველაფერმა. ახლაც ამდენი წლის მერეც ვერ 
ვგებულობ თუ რა ფერის გახდა მაშინ ჩვენს ირგვლივ სამყარო. სხეულში წარმოუდგენელი ენით აუღწერელი სითბო და ნეტარება იღვრებოდა. ვგრძნობდი რომ ჩემში
შემოდიოდა სიმშვიდე. ირგვლივ ყველაფერი სითბოს 
და სიყვარულს ასხივებდა. ვეღარ ვგრძნობდი სხეულის სიმძიმეს.ასე მეგონა მეც ამ არაჩვეულებრივი გარემოს
თუ ეთერის ნაწილი ვიყავი...თითქოს ცა და მიწა გაერ–
თიანდა აღარ არსებობდა მთ შორის საზღვარი ყველაფე–
რი ერთიანი იყო ირგვლივ და მეც ამ ერთი მთლიანის 
შემადგენელი ვიყავი...
       ...და მერე დაიწყო ის .რის მოყოლასაც ამ 22 წლის მა–
ნძილზე ვერ ვბედავდი. წამოვიდა სიჩუმე, დიახ წამო–
ვიდა არ მეშლება წამოვიდა. წამოვიდა უცებ საიდაღანც.
ციდან მიწიდან თუ მდინარიდან ამას ვერ ვხვდებოდი.
დამრთგუნველი ძალით, გრიალით მოდიოდა ჩვენსკენ სიჩუმე.მთელი ჩემი არსებით და სხეულით ვგრძნობდი
რომ მიახლოვდებოდა რაღაც არა ამ ქვეყნიური საშინე–
ლი ხმაური. ეს ხმაური აბსოლიტური სიჩუმე იყო.მეს–
მოდა როგორ თანდათან ძლიერდებოდა, დამრთგვუნ–
ველი ხდებოდა სიჩუმე. ვგრძნობდი როგორ შემოვიდა ყურებში, როგორ გადმოდიოდა სხეულში ეს ენით აუღ–
წერელი საშინელი ხმაური...სიჩუმე. ნელნელა შეავსო 
თავი. მთელი ძალით რაღაცა არა ბუნებრივი ხმაური...
სიჩუმე აწვებოდა ტვინს თითქოს უნდოდა გამოედევნა
ჩემს სხეულიდან. ისეთი ძალით და ისეთი ღრიალით 
მაწვებოდა თავში,  ვგრძნობდი როგორ გადმოდიოდა
თვალები ბუდიდან. ვგრძნობდი და ამავე დროს საში–
ნელ ტკივილს განვიცდიდი. მარტო სხეული კი არ 
მტკიოდა. თითქოს შიგნით ჩემში არსებული, აქამდე
რომ არ ვიცოდი რაღაც თუ ვიღაც მტკიოდა. ახლაც ვერ
ვხვდები ამდენი წლის მერე თუ რა იყო ის ტკივილი.
ვგრძნობდი თვალები და ტვინი როგორ აითქვიფა ერთ–
მანეთში როგორ გამოედინებოდა ჩემს სხეულიდან. 
    ვგრძნობდი საშინელებას მე როგორც მატერია მყარი
სხეული აღარ ვარსებობდი. ვიშლებოდი ნაწილ–ნაწილ.
შეუცნობი და შეუგრძნობი ძალა ჩემს სხეულს შლიდა 
უმცირეს ნაწილებად და აბნევდა სამყაროში. ეს იყო 
აუტანელი ტკივილი სულის, ვიდრე თუნდაც სხეული–
სა. თავს ძალა დავატანე უკან მოვიხედე. ჩემს უკან ათე–ულობით ჯარისკაცი თუ ოფიცერი იყო. ზოგს იარაღი ძირს დაეყარათ დაჩოქილი იყვნენ ყურებზე ორთავე 
ხელი აეფარებინათ . სახეზე აუტანელი ტკივილი გამო–
ხატოდათ, თვალები შეუსაბამოდ დიდი ჰქონდათ, 
იმდენად უზომოდ დიდი რომ სახე აღარ უჩანდათ. 
ისეთი გამომეტყველებით მომჩერებოდნენ, თითქოს 
ვიღაცა ჯოჯოხეთში მიათრევდა მათ და მე მევედრე–
ბოდნენ მეშველა. ადამიანები ისე დაგრეხილიყვნენ და დაჭმუჭვნილიყვნენ თითქოს ძვლები არ ქონდათ.
თითქოს ცვილისგან თუ თიხისგან იყვნენ შექმნილი.
დრო გაჩერდა, უცებ არა ნელ–ნელა მდორედ. ირგვლივ
ყველაფერი ერთმანეთში გადაიბლანდა თუ გადაიხ–
ლართა. ვეღარ ვარჩევდი სად მთავრდებოდა მიწა და
სად იწყებოდა ზეცა. სამყარო იმ უნიჭო მხატვრის 
ტილოს დაემსგავსა, რომელიც ვერც ფუნჯს ფლობს
კარგად და ვერც ფერების შერწყმას ახერხებს. დროის 
მარყუჟი მთელი ძალით მცირდებოდა და მიჭერდა. ასე
მეგონა ვეღარ გავძლებდი, გავსკდებოდი და რაც ჩემში 
შიგნით იყო გარეთ გადმოინთხევოდა. მიუხედავად ამ
გაუსაძლის მდგომარეობისა. ყველაზე საშინელი და 
დამრთგუნავი ის აბსოლიტური სიჩუმე იყო რაც ჩვენს 
ირგვლივ გამეფებულიყო. ათი სიცოცხლე რომ მქონო–
და ათივეს უყოყმანოდ დავთმობდი. ოღონდაც ახლა 
ტყვიის წუილის ხმა გამეგონა. იმ ტყვიის წუილის
რომელიც რაც უფრო ახლოს ჩაგიქროლებს მით უთრო 
მკაფიოდ ისმის და თავს იღბლიან ადამიანად თვლი.
რადგან თუ ტყვიის წუილი გაიგონე ეს ხომ იმას ნიშნავს
შენ აგცდა და ამჟამად გადარჩი. ასე მეგონა უსასრუ–
ლოდ გრძელდებოდა ეს ჩვენი ტანჯვა და არც არასდროს
დასრულდებოდა...
       ...მერე კი ყველაფერი ისე დამთავრდა როგორც დაიწყო
თითქოს რაღაც უხილავმა ძალამ ხელი აიქნია. დრომ 
ისევ ძველებურად დაიწყო სვლა. ისევ ისმოდა ბომბების
აფეთქების ხმა. ტყვიების ზუზუნი თუ წუილი ტანკების
ხრჭიალი,გადაძახილები. მდინარი მეორე მხარეს ჩეჩნე–
ბის, ძაღლის ყეფის და ტურის ყმუილის მაგვარი საუბა–
რი ისმოდა. ადრე მათი ხორხში ამოყროყინებული, ალბათ მსოფლიოში ყველაზე უფრო მახინჯი ენის გა–
გონება რომ მაღიზიანებდა, ახლა პირქით მსიამოვნებდა ,
სიჩუმე აღარ იყო...ეს იყო თითქოს ახალი დაბადება.
      დისლოკაციის ადგილზე ისე დავბრუნდით, არავის 
სიტყვა არ დაგვცდენია. ვინც კი გვხვდებოდა ყველა
გვეუბნევოდა როგორი სახე გაქვთ ეშმაკს ხომ არ შეხ–
ვდით, ტანკი ხომ არ დატრიალდა თქვენს თავზე. რომ მეგონა უსასრულოდ დიდხანს ვიყავით იმ გაუსაძლის სიჩუმეში თურმ პირიქით ყოფილა იმდენად სწრაფად და ორგანიზებულად დაგვიტოვები სოფლის განაპირა ხევი შემაქეს კიდევაც ასეთი სწრაფი რეაგირებისთვის. მას
შემდეგ ბევრი უბედურება და სიგლახე  ვნახე. მინახავს
აფეთქებულ ტანკში გამდნარი რკინა და პიტიტველა ბი–
ჭის სხეული ერთმანეთში შერწყმული. მინახავს დაჭრი–
ლი მტერი როგორ ევედრებოდა ჩვენ ბიჭებს შეებრალე–
ბინათ არ მოეკლათ. ისინი კი პირიქით თავზე ფეხს ად–გამდნენ ცხვირსა და ყურებს აჭრიდნენ. ტანჯვას, ტანჯვაზე უმატებდნენ. 27 სოხუმში ბაზართან რუსებმა, ბომბი ჩამოაგდეს. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო რომ რამდენიმე
მეტრზე გადამაგდო. ყოველთვის რკინის მჭიდებს ვატა–
რებდი პლასმასისას ვერ ვიტანდი. გავარვარებულმა ბო–
მბის ნამსხვრევმა ორი მჭიდი გაანგრია. რომელიც მკერ–
დზე მქონდა მიმაგრებული. ბრონეჟილეტი რვევულის
ფურცლივით გაფხრიწა და სხეულში ჩამერჭო.
      გონზე რომ მოვედი თავზე ბიჭები დამტრიალებდნენ
ტანსაცმლი გაჭრას და ბრონეჟილეტის გახდას ცდი–
ლობდნენ. გულმკერდში აუტანელ ტკივილს ვგრძნობ–
დი. გავარვარებული ბომბის ნატეხი შანთივით მიწვავ–
და სხეულს. საკუთარი ხორცის დამწვრის სუნი მცემდა 
ცხვირში. მაგრამ მაინც ბედნიერი ვიყავი. რადგან ირგ–
ვლივ ჩემს გარშემო ხმაური ისმოდა. აღარ იყო ის საში–
ნელი, დამთრგუნავი და აუტანელი ყოვლის მშთანთქ–
მელი სიჩუმე.
     ომი ყველაზე დიდი საშინელებაა, იმ საშინელებათა
შორის რაც კი ადამიანს მოუგონია, თუ შეუქმნია. მარტო
იმისთვის კი არ არის საშინელება ომი, სიკვდილი და 
ნგრევა რომ მოაქვს. სიკვდილი და ნგრევა ბუნებრივ 
კატაკლიზმებსაც მოაქვს. ომი უპირველეს ყოვლისა ადამიანის დეგრადაციას იწვევს. ადამიანს აბრუნებს იმ 
ცხოველურ საწყისთან, რომელიც ჰგონია რომ დიდი 
ხნის უკან დასძლია. რაც არ უნდა დიდი ინტელექტისა
და ფქსიკიკის პატრონი იყოს კაცი.ომი მას მაინც ცხოვე–
ლად აქცევს. ყველაზე დიდი ტანჯვა ადამიანებისთვის,
მაინც იმის შეგრძნება რომ არარაობა ხარ ეს კი ომს ყველაზე და ყველაფერზე უკეთესად გამოსდის. ვერავინ
იტყვის დანამდვილებით ვინ უფრო უბედურია ის ვინც
აწამეს დაამცირეს და მერე ნატანჯი გაუბედურებული
მოკლეს. თუ ის ვინც აწამა, ახლა რომ ცოცხალია და ყოველ ღამე თავისი მსხვერპლის სასოწარკვეთილ თვა–
ლებს რომ ხედავს სიზმარში და მის მუდარას უსმენს.
მიუხედავად იმისა რომ ომი ასეთი საშინელებაა. მე
მზად ვარ რომ ჩემს ქვეყანას, ჩემს საქართველოს თუ კი–
დევ დასჭირდა შევებრძოლო ყველანაირ მომხდურს. მაგრამ იმ ყოვლის დამრთგუნავ, ყველაფრის გამანად–
გურებელ და მშთანთქავ სიჩუმესთან შეხვედრა აღარ
მინდა. ადამიანებს ომის დაწყების უნდა გეშინოდეთ და 
არა იმისა რომ ომში მოკვდებით. ომში სიკვდილის შიში
იგივე უაზრობაა. როგორიც ბავშვს დაბადება არ უნდო–
დეს იმის შიშით თუ დავიბადე როდისმე აუცილებლად
მოვკვდებიო. ომი კი მსხვერპლის გარეშე არ არსებობს.
 ომის დაწყების უნდა გეშინოდეთ ხალხო...
       იმ ბიჭებიდან უმრავლესობა სოხუმში დაიღუპა.42 ახლაც უგზოუკლოდ დაკარგულად ითვლება. ისინი კი ვინც ცოცხლები დაბრუნდნენ, აქ თავის სამშობლოში რომ ვერაფერს მიაღწიეს და ცხოვრება ვერ მოიწყვეს.იძულებულნი გახდნენ სხვაგან ეცადათ ბედი.
რამდენიმე მათგანი რუსეთში წავიდა და ახლა იმ ქვე–
ყნის შვილები არიან .რომელი ქვეყანაც მათ სამშობლოს
წართმევას უპირებდა. რამოდენიმემ ლტოლვილის სა–
ბუთი გააკეთა.ამერიკაში და ევროპაში დასახლდა. მას
მერე აქეთ, საქართველოსკენ პირი აღარ უქნიათ. აქ თბი–
ლისში კი მხოლოდ რამდენიმე შემოვრჩით.  










       














  
  

Tuesday, December 3, 2013

რა ვქნა ასეთი ვარ

                   ხომ იცი ასეთი ვარ

              ზამთარი მოვიდა, სიცივეს ვერ ვიტან
                   დღე მცირდება და ღამე დიდდება...
                   ნათელს აკლდება, ბნელი იზრდება...
                   ზამთარი მძულს,  იცი რომ ვერ ვიტან.

                   ბევრ ქალს ვუყვარვარ,ბევრიც დამავიწყდა
                   ხომ იცი ასეთი ვარ, უქალობას ვერ ვიტან
                   უშენოდ ვერ გავძლებ, შენი კოცნა მინდა
                   რა ვქნა, ასეთი ვარ ზამთარს ვერ ვიტან.

                         


Saturday, November 30, 2013

მე ვარ მზის შვილი

              მე ვარ მზის შვილი1
                           <<***>>       
       მე მიყვარს მზე...ნათელი თბილი,
       ცხრათვალა დიდი...
       თქვენ რა არ გჯერათ?...
       მე ვარ მზის შვილი.
                           <<***>>
       მე მიყვარს მზე...მით უფრო მეტად,
       რაც მემატება წლები და ხანი...
       მხოლოდ მზე შემრჩა...
       მე საფიცარი.
                          <<***>>
       მე მიყვარს მზე...მზე დიდებული...
       ყოველ ალიონს ვხვდები ამ რწმენით
       რომ მზესთან არის....
       დედიკო ჩემი...
                         <<***>>
       მე მყვარს მზე ეს სიდიადე განუზომელი
       ნატვრა... ოცნება... აუხდენელი...
       ადრე თუ გვიან  მეც წავალ მზესთან
       ჩემი სიცოცხლე იწყება მისგან.
                          <<***>>
       მე მიყვარს მზე...მიუწვდომელი...
       მხოლოდ მზე არის ჩემი უფალი ...
       ჩემი სულის და გულის მფლობელი.
       ახლა ხომ გჯერა?...რომ ვარ მზის შვილი.




       
       

Monday, November 4, 2013

იასამნისფერი კაცი

                   იასამნისფერი კაცი...

 მე ვიცნობ იასამნისფერ კაცს.ეს კაცი ისეთი იასამნისფერია რომ არაფრით არ სჯერა რომ სხვა კაცები შეიძლება შავები და რუხები იყვნენ. და დადის ეს იასამნისფერი კაცი ქვეყნად.თავის იასმნისფერი სურვილებით თავის იასამნის ფერი ოცნებებით.მარტო გარედან კი არ არის ეს კაცი იასამნისფერი,სულიც იასამნისფერი აქვს.ბავშვები უყვარს ყველაზე მეტად რადგან ჰგონია რომ ყველა ბავშვი იასამნის ფერია.ბევრჯერ მინახავს წვიმის შემდეგ გუბესთან ჩამუხლული როგორ ფრთხილად ცდილობს მღვრიე წყალში ჩავარდნილი მწერის ამოყვანას.ბავშვები უყვარს იასამნისფე კაცს,შვილი კი არ ყავს.გამკვირვებია უფლის სამართალ მას თუ არა აბა ვიღას უნდა ყავდეს შვილი.ალბათ რომ შესცქერს ღმერთი იასამნისფერ კაცის ცხოვრებას . ებრალება უფალს, სხვა კიდევ ასეთი ტანჯვისთვის და მიტომაც არ გაიმეტა შვილი იასამნისფერ კაცისთვის.და დადის ჩვენს გვერდით ერთი არაფრის მქონე და არაფრის შემძლე კაცი.მის შემხედავს ზოგჯერ გვეცინება, ზოგჯერ კიდევ გვებრალება.არის თავისთვის იასამნისფერი კაცი ეცოდება ყველა ადამიანი, ცხოველი თუ მწერი.წარმოიდგინეთ ხეც კი ებრალება როც ჭრიან უყვირი ხის მჭრელებისთვი ხეს ხომ სტკივა ასე უმოწყალოდ რომ სცემთ ცულს. ბევრჯერ უთქვამთ მის ზუგს უკან ნეტავ თვითონ საბრალოს ვინღა ებრალებაო.დადის იასამნისფერი კაცი და ცდილობს სიკეთე აკეთოს თუმცაღა ბევრი არაფერი შეუძლია.ხოლო თუ ვინმემ აღმოაჩინა რომ მას იასამნიფერი სული აქვს,მაშინ სძულთ ხალხს იასამნისფერი კაცი,მხოლოდ იმიტომ რომ მასაც ჩვენსავით რუხი და შავი სული რატომ არ ააქვსო.
        არის ასეთი კაცი ....შენ რა არ გჯერა???

Thursday, October 24, 2013

რა არის სიყვარული


                 ნეტავ რა არის სიყვარული!?           


    რა არის სიყვარული ვნება, შეჩვევა, თუ იმის აღქმა სხვას თუ უყვარს მეც რატომ არ უნდა მიყვარდესო. ალბათ სიყვარული ნიჭია, ყველაზე უფრო დიდი ნიჭი, რაც კი განგებამ ადამიანისთვის გაიმეტა.რადგან ამ ქვეყნად უნიჭონი გაცილებით ბევრნი იბადებიან ვიდრე ნიჭიერნი.ხოლო შენ თუ ეს ნიჭი გაგაჩნია და სიყვარული შეგიძლია.ბედნიერი ხარ რადგან განგებამ მილიონებში გამოგარჩია და შენთვის გაიმეტა ის რის გაგებაც და აღქმაც ყველა მოკვდავს არ შეუძლია.შენ კი ამ გრძნობასთან ერთად, მოკვდავი უკვდავებაში სახლდები.ბედნიერი ხარ როცა გიყვარს,როცა მზად ხარ შენ თავი სამსხვერპლოზე მიიტანო სიყვარული გულისთვის.აღქმა იმისა რომ შეგიძლი სიყვარულს მთელი ცხოვრება მიუძღვნა.ზე -ადამიანად გაქცევს არაფრით გამორჩეულს ქალს თუ კაცს.
.ამ ყოველივეს გაგება ძალზე ძნელია .იმდენად ძნელი რომ შენ თუ არ გიყვარს ვერასოდეს გამიგებთ ...ნეტავ რა არის სიყვარული ვნება,  შეჩვევა თუ...!?.. !?

Friday, September 20, 2013

ლამაზია! ულამაზესია!

                ლამაზია! ულამაზესია!
    მაგრამ მე მაინც არ მიყვარს შემოდგომა!

  შემოდგომა დადგა, ისე  გავიდა ზაფხული,  სანატრელი გამიხდა მზე. ლამაზია და 
სასიამოვნოთ საცქერია შემოდგომის საქართველო.თითქოს ახალი კაბა ჩაიცვა 
ბუნებამ.სულ სხვა ფერებია,ხასხასა ნათელი.
სამშობლო ჩემი მშობიარე ქალივით გალამაზდა.ალბათ ყველა დროზე კარგია
შემოდგომა.იმდენად კარგი რომ ადამიანსაც კი ცვლის სიკეთისკენ.ყველას უხარის.დიდს თუ პატარას მომავლის იმედით ავსებს შემოდგომა.
    ლამაზია, არა ულამაზესია! შემოდგომა.
მაგრამ მე არ მიყვარს მზე ის.შენ სითბო 
დაგაკლდა მზე.ასე მგონია სითბო და სიყვარული ბუნებას მიეცი მზე და ჩემთვის აღარ დაგრჩა რა. მალე ზამთარიც მოვა და აი მაშინ კი ალბათ ვეღარ მოიცლი ჩემთვის მზე
   მე მიყვარს მზე შენი ლამაზი სახე, შენი თბილი და ნათელი სხივი. 
       მე მიყვარს მზე! და თქვენ ვერ გრძნობთ 
ადამიანებო როგორ მიჭირს მზის გარეშე.
არა არ მიყვარს შემოდგომა.ვიცი, ვგრძნობ და ვხედავ ულამაზესია შემოდგომა.იმ ლამაზ ქალს მაგონებს,გარეთ სითბოს და სიყვარულს რომ ასხივებს,თუ ახლოს მიხვალ და გადაწყვეტ მასში შეხვიდე.
სიცივით და გულგრილობით გაგთანგავს.
;
      
      



Friday, August 23, 2013

           გმირობა,სიყვარული და სიკეთე

 

   გმირობა, სიყვარული და სიკეთე...მხოლოდ რჩეულთა  ხვედრია.ამიტო არის რომ ადამიანები ყველაზე მეტად გმირობაზე, სიყვარულზე და სიკეთეზე ოცნებობენ. თუ ამ სამიდან ერთი მაინც გაქვს, ბედნიერი ხარ კაცი.ხოლო თუ სამივეს მფლობელი ხარ, თვით შემოქმედს უტოლდები უბრალო მოკვდავი. 

Tuesday, July 23, 2013

                    ვიღაცა ვიღაცას

                ვიღაცა ვიღაცას სიყვარულს უხსნის
                ვიღაცა სამყაროს ქვეყანას ჩუქნის
                ვიღაცა ლექსებ გულს უთბობს
                ვიღაცა ვიღაცას არაფერს უთმობს.

                ვიღაცა ოცნებობს დაფრინავს ცაში
                ვიღაცა სურვილს იკლავს თავში
                ვიღაცას სიცოცხლე ჩალადაც უღირს
                ვიღაცას სიყვარულის გაგებაც უჭირს.

                ვიღაცა ცოცხლობს უხარის ტკბება
                ვიღაცა ბოღმისგან იხრჩობა კვდება
                ვიღაცა ხსნას ეძებს ღმერთში
                ვიღაცა ოქროს აგროვებს სხვენში.

Saturday, March 2, 2013

ნეტავ ცხოვრობს მზეზე ვინმე

         ნეტავ,ცხოვრობს მზეზე ვინმე?

   ძალიან ლამაზია მზე.არა ულამაზესია,დიდი,ნათელი და თბილი.მე მიყვარს მზე.ყოველ განთიადს,ველი ოცნებით.
მზის დანახვაზე გული ისე მიცემს,როგორც პირველ პაემან–
ზე მისულ ბიჭს გოგოს დანახვაზე.
    მზე სიცოცხლეა,მზე სიყვარულია,მზე სითბოა,მზე ჩემია,
ჩემი.ნეტავ, ცხოვრობს მზეზე ვინმე? იცი არ მინდა რომ მზეზე ცხოვრობდეს ვინმე.თუ მზეზე არავინ ცხოვრობს,
ჩაგკიდებ ხელს და წავალთ მე და შენ მზესთან.ვივლით
ასე ხელიხელჩაკიდებული უსასრულოდ.არა, არ გავჩერ–
დებით არსად და არავისთან სანამ არ მივალთ მზესთან.
ნუ შეშინდები თუ დაიღლები,პატარა ბავშვივით შეგისვავა
კისერზე და აგატარებ მზემდე.მზე კი დამიცდის არ ჩაბრძა–
ნდება სანამ არ მივალთ მასთან.იცი რატომ დამიცდის მზე,
მზემ იცის რომ ყველაზე მეტად მე მიყვარს მზე მოკვდავთა
შორის.არ იფიქრო რომ მზე დაგვწვავს. არა მზე არ დამწვავს.
      მერე დავსვხლდებით მე და შენ მზეზე.გვეყოლება ბევრი
უამრავი შვილი. იმდენი შვილი გვეყოლება რამდენსაც მზე
გაიმეტებს ჩვენთვის.პირველი ჩვენი შვილი იქნება ბერო,
მზის შვილი.ჩვენი შვილები იქნებიან ყველაზე კეთილები,
ყველაზე ჭკვიანები და ყველაზე ლამაზები მოკვდავთა შორის.ვიცი ადრე თუ გვიან შენ წაიკითხავ ამ ჩანაწერს,არ
გაიფიქრო ეს რა ზღაპარ დაუწერიაო.შენ იცი რომ მე არ ვარ
ფუტურო.არც ეს ჩანაწერია ზღაპარი.ეს ოცნებაა შენზე ჩემზე,ეს ოცნებაა სიყვარულზე,ეს ოცნებაა სითბოსა და სი–
კეთეზე.ყველაზე უფრო ეს ოცნებაა ლამაზ სიცოცხლეზე.


        ნეტავ, ცხოვრობს მზეზე ვინმე?

Tuesday, January 22, 2013

გული რომ მაქვს ასე თბილი კარგი

ერცხლის ფერი შემეპარა თმაში
ჩემზე ბევრად უფროსებც ძიას მეძახიან.
გული რომ მაქვს ასე თბილი კარგი
მე დავბერდი, თქვენ ბერდებით გვიან.

ჩემ ჭაღარას რომ უყურებს ხალხი
როგორ ადრე –დაბერდაო ბედო,
ღმერთო ჩემო, ნეტავ რას ვერ ხვდებით
მე,მატო ვარ ბევრს ვერაფერს შევცვლი.

აადრევად გამითეთრდა თმები
სიყვარულით ვებრძვი ბოროტს, ტიალს
გული რომ მაქვს ასე თბილი, კარგი
მე დავბერდი, თქვენ ბერდებით გვიან.

თეთრი ფერი ბევრად ჭარბობს თმაში
ამ ფერს უკვე ვღარაფრით შევცვლი
ღმერთო ჩემო,ჩემი სულ არ გესმით,
ბევრ სიკეთეს  ვცდილობ მარტო კაცი.