შენი თვალები ისეთი ლამაზია!
ვუცქერ ამ ცას ლურჯსა და კამკამას.ასე მგონია დასასრული არ ააქვს მის სილურჯეს.გიყურებ თვალებში და ასე მგონია დასასრული არ ააქვს შენი თვალების სილამაზეს.მიყვარს შენი თვალები ცისფერი ნათელი და კამკამა.ვუცქერ შენ თვალებს და შიგ რომ ჭინკები გიხტიან აი მათ მინდა მოვეფერო.მე რომ მზე ვიყო ცაში კი არა შენს ცისფერ თვალებში დავიდებდი ბინას.მზე ხომ ხედავ როგორი ლამაზია ეს ქალი.სიყვარულისთვის გააჩინა იგი უფალმა და მასაც სიყვარული გამოსდის ყველაზე უკეთ ამ ქვეყნად.ვიცი მზე გშურს,ეს ქალი შენ კი არა მე რომ მეფერება.მერე და როგორი ვნებიანი კოცნა იცის მზე,ნატვრამ ჩემმა ვნებისამ.რომ დაგეკონება ტუჩებზე არ მოგეშვება სანამ სულს არ ამოგაძრობს.ალბათ ამ ქალის კოცნისთვის ღირდა მზე სიცოცხლე. ბედნიერება,სიცოცხლე და სიყვარულია ეს ქალი.თუ სადმე სამოთხ არსებობს ალბათ ის შენი კოცნა და მოფერებაა ცისფერო ქალო.ვუცქე ამ ლურჯ ცას და ასე მგონია.....
