Tuesday, October 23, 2012

დედა მენატრება მზე

დედა მენატრება მზე, დედა,ჩემი ლამაზი დედა მენატრება.
დედას ლამაზი,კამკამა ნათელი თვალები მენატრება.დედას
მოფერება,დედას დატუქსვა მენატრება მზე.მე რომ მოვკვდები,არ იტირო მაფრთხილებდა დედა.ვერ შევძელი.
დედას ეს თხოვნა ვერ შეუსრულე.ვტირი მზე, ჩემი დედა მენატრება.ნუ ეტყვი დედას რომ ვტირი მზე,ეწყინება.
ცუდად არის მოწყობილი სამყარო. დედა არ უნდა დაღუპულიყო.დედები არ უნდა კვდებოდნენ.დედები არ უნდა კვდებოდნე...დედები არ უნდა კვდებოდნენ მზე. 
სიკვდილის აღარ მეშინია.ასე მგონია რომ მოვკვდები დედასთან წავალ.იქ სადაც დედა არის ცუდი არ იქნება მზე. 

Sunday, October 7, 2012

მაპატიე დედა

                                 მაპატიე დედა.
  დედა დაიღუპა–დედა რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა.ვერ წარმომიდგენია დედის გარეშე ცხოვრება.
   სრულიად მარტო ვარ ჩემს მწუხარებასთან.უამრავი ხალხი მოდის სამძიმარზე.მეზობელი,ნათესავი,ნაცნობი ზოგჯერ უცნობიც.კითხულობენ რამდენი წლის იყო დედა.
ვპასუხობ რომ ის დედაა ჩემი.ჩემი დედაა, ვერავინ ვერაფერს ხვდება.
    მინდა ვიყვირო ხალხო რამ გადაგრიათ,რატომ მეკითხებით რამდენი წლის იყო.ის ხომ დედა–დედა არის 
ჩემი.
     მხოლოდ მზე მითანაგრძნობს,საღამოს ღია კარში  შემოი–
ხედავს.დედას გვერდით მჯდომს რომ დამინახავს თავის სხივებით მეფერება.თითქოს მეუბნება მე მზეს მესმის შენი.
ძნელია, ძალიან–ძნელია დედას გარეშე ცხოვრება,ზოგჯერ შეუძლებელიც კია.
     მზე შენ რა იცი როგორი ძნელია დედას გარეშე ცხოვრება.
შენ ხომ დედა არასოდეს გყოლია.მზე მპასუხობს,დედა არ მყოლია მაგრამ შენ სულის ტკივილს ვგრძნობ.ისეთი ძლიერია ეგ შენი წუხილი.მეც გითანაგრძნობ.დედას გასვენების დღეს მეც ავტირდი.თქვენ ადამიანებს წვიმა
რომ გეგონათ,ჩემი ცრემლები იყო.
    მზე–მიყვარხარ,მიყვარხარ შენ ერთად- ერთი ხარ ვისაც ჩემი გაგება შეუძლია.აი ახლაც თვალებში გიცქერ და მინდა მოგეხვიო.მაგრამ ვერ გწვდები ძალიან შორს ხარ ძალიან შორს.მზე მეფერება, ვიცი კარგად ვიცი რომ შორს ვარ.ისაც
ვიცი შენ ყველაზე კარგი დედა გყავს.ამიტომაც ასე განიცდი მის გარდაცვალებას.მზე არ მითხრა ის გაცვეთილი სიტყვები:წესი ასეა მშობელი უნდა წავიდეს და შვილი უნდა დარჩესო.ის ხომ დედა არის ჩემი,დედაა ჩემი,ჩემი 
დედაა.
    სული მტკივა,გაუსაძლისად მტკივა–ვეღარ ვუძლებ ამ ტკივილს.ვაჟკაცი უნდა იყო,უნდა გაუძლო მიჩურჩულებს 
უკნიდან ვიღაც.ვაჟკაცებს სტკივათ ყველაზე მეტად დედა.
    მზე ნეტავ თუ იცოდა დედამ ასე ძალიან რომ მიყვარდა.ალბათ არ იცოდა,რომ ცოდნოდა მარტო არ დამტოვებდა.
    იმაზე უფრო საშინელება ყოფილა მზე დედის გარეშე სიცოცხლე,ვიდრე წარმომედგინა.ვტირ მზე შენ ხომ მხედავ.
ცრემლები მომდის თვალებიდან,მაგრამ არ მრცხვენია დედას ვტირი,დედას რომელიც ჩემთვის ყველაფერი იყო.
უსიტყვოდ დამემშვიდობე მზე.
     დავრჩი ღამით დედას სურათთან მარტო.როგორი ლამაზი დედა მყოლია მზე,ყველაზე ლამაზი ყოფილა თურმე დედა.გესმის მზე შენზე ლამაზი და შენზე თბილი იყო დედა.
     მენატრები, დედა მენატრები,აქ ხომ ძალიან გაწუხებდი,
მაპატიე მაქეთაც რომ გაწუხებ.
     მიყვარხარ დედა,მხოლოდ ახლა მივხვდი როგორი დიდი ტკივილი ყოფილა სიყვარული.როცა ვინც გიყვარს ის შენ გვერდით არ არის.
           . ეს დიდი სიყვარული მაპატიე დედა