Saturday, December 29, 2012

      შენ თვითონ ხარ სიცოცხლე!
ოვს, ყველაფერი თეთრია ირგვლივ.ვუყურებ ამ უმანკო სითეთრეს და მაგონდები შენ ცისფერო ქალო.ვიხსენებ მერვე კლასელ გოგოს რომელიც ამ პირველი თოვლივით თეთრი ქათქათა,ხელშეუხები და როგორც ეს თოვლი გაუთელავი იყო.მენატრება ის დრო ნატვრა.მთელ სიცოცხლეს დავთმობდი, შვიდი წუთით ისევ იმ საკლასო ოთახში რომ დაგვაბრუნოს განგებამ ნატვრა.როგორ მინდოდა მაშინ შენ ლამაზ,შეუბილწავ ტუჩებზე კოცნა ნატვრა.იცი როგორ ვნანობ რომ არ გაკოცე,ვერ გაგიბედე მაშინ კოცნა ნატვრა.ისეთი ლამაზი,ისეთი საყვარელი იყავი, ასე მეგონა ანგელოზი იდგა ჩემს წინ. ვერ შევბედე ანგელოზს კოცნა.  
 მზე მენატრება ნატვრა.მზესთან ერთად შენი ტკბილი ტუჩებიც მენატრება ნატვრა.




Friday, November 16, 2012

      შენი თვალები ისეთი ლამაზია!                 

 ვუცქერ ამ ცას ლურჯსა და კამკამას.ასე მგონია დასასრული არ ააქვს მის სილურჯეს.გიყურებ თვალებში და ასე მგონია დასასრული არ ააქვს შენი თვალების სილამაზეს.მიყვარს შენი თვალები ცისფერი ნათელი და კამკამა.ვუცქერ შენ თვალებს და შიგ რომ ჭინკები გიხტიან აი მათ მინდა მოვეფერო.მე რომ მზე ვიყო ცაში კი არა შენს ცისფერ თვალებში დავიდებდი ბინას.მზე ხომ ხედავ როგორი ლამაზია ეს ქალი.
სიყვარულისთვის გააჩინა იგი უფალმა და მასაც სიყვარული გამოსდის ყველაზე უკეთ ამ ქვეყნად.ვიცი მზე გშურს,ეს ქალი შენ კი არა მე რომ მეფერება.მერე და როგორი ვნებიანი კოცნა იცის მზე,ნატვრამ ჩემმა ვნებისამ.რომ დაგეკონება ტუჩებზე არ მოგეშვება სანამ სულს არ ამოგაძრობს.ალბათ ამ ქალის კოცნისთვის ღირდა მზე სიცოცხლე. ბედნიერება,სიცოცხლე და სიყვარულია ეს ქალი.თუ სადმე სამოთხ არსებობს  ალბათ ის შენი კოცნა და მოფერებაა ცისფერო ქალო.ვუცქე ამ ლურჯ ცას და ასე მგონია.....
გიყურებ თვალებში და ასე მგონია შენ თვალებზე ლამაზი ამ ქვეყნად არაფერია.

Tuesday, October 23, 2012

დედა მენატრება მზე

დედა მენატრება მზე, დედა,ჩემი ლამაზი დედა მენატრება.
დედას ლამაზი,კამკამა ნათელი თვალები მენატრება.დედას
მოფერება,დედას დატუქსვა მენატრება მზე.მე რომ მოვკვდები,არ იტირო მაფრთხილებდა დედა.ვერ შევძელი.
დედას ეს თხოვნა ვერ შეუსრულე.ვტირი მზე, ჩემი დედა მენატრება.ნუ ეტყვი დედას რომ ვტირი მზე,ეწყინება.
ცუდად არის მოწყობილი სამყარო. დედა არ უნდა დაღუპულიყო.დედები არ უნდა კვდებოდნენ.დედები არ უნდა კვდებოდნე...დედები არ უნდა კვდებოდნენ მზე. 
სიკვდილის აღარ მეშინია.ასე მგონია რომ მოვკვდები დედასთან წავალ.იქ სადაც დედა არის ცუდი არ იქნება მზე. 

Sunday, October 7, 2012

მაპატიე დედა

                                 მაპატიე დედა.
  დედა დაიღუპა–დედა რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა.ვერ წარმომიდგენია დედის გარეშე ცხოვრება.
   სრულიად მარტო ვარ ჩემს მწუხარებასთან.უამრავი ხალხი მოდის სამძიმარზე.მეზობელი,ნათესავი,ნაცნობი ზოგჯერ უცნობიც.კითხულობენ რამდენი წლის იყო დედა.
ვპასუხობ რომ ის დედაა ჩემი.ჩემი დედაა, ვერავინ ვერაფერს ხვდება.
    მინდა ვიყვირო ხალხო რამ გადაგრიათ,რატომ მეკითხებით რამდენი წლის იყო.ის ხომ დედა–დედა არის 
ჩემი.
     მხოლოდ მზე მითანაგრძნობს,საღამოს ღია კარში  შემოი–
ხედავს.დედას გვერდით მჯდომს რომ დამინახავს თავის სხივებით მეფერება.თითქოს მეუბნება მე მზეს მესმის შენი.
ძნელია, ძალიან–ძნელია დედას გარეშე ცხოვრება,ზოგჯერ შეუძლებელიც კია.
     მზე შენ რა იცი როგორი ძნელია დედას გარეშე ცხოვრება.
შენ ხომ დედა არასოდეს გყოლია.მზე მპასუხობს,დედა არ მყოლია მაგრამ შენ სულის ტკივილს ვგრძნობ.ისეთი ძლიერია ეგ შენი წუხილი.მეც გითანაგრძნობ.დედას გასვენების დღეს მეც ავტირდი.თქვენ ადამიანებს წვიმა
რომ გეგონათ,ჩემი ცრემლები იყო.
    მზე–მიყვარხარ,მიყვარხარ შენ ერთად- ერთი ხარ ვისაც ჩემი გაგება შეუძლია.აი ახლაც თვალებში გიცქერ და მინდა მოგეხვიო.მაგრამ ვერ გწვდები ძალიან შორს ხარ ძალიან შორს.მზე მეფერება, ვიცი კარგად ვიცი რომ შორს ვარ.ისაც
ვიცი შენ ყველაზე კარგი დედა გყავს.ამიტომაც ასე განიცდი მის გარდაცვალებას.მზე არ მითხრა ის გაცვეთილი სიტყვები:წესი ასეა მშობელი უნდა წავიდეს და შვილი უნდა დარჩესო.ის ხომ დედა არის ჩემი,დედაა ჩემი,ჩემი 
დედაა.
    სული მტკივა,გაუსაძლისად მტკივა–ვეღარ ვუძლებ ამ ტკივილს.ვაჟკაცი უნდა იყო,უნდა გაუძლო მიჩურჩულებს 
უკნიდან ვიღაც.ვაჟკაცებს სტკივათ ყველაზე მეტად დედა.
    მზე ნეტავ თუ იცოდა დედამ ასე ძალიან რომ მიყვარდა.ალბათ არ იცოდა,რომ ცოდნოდა მარტო არ დამტოვებდა.
    იმაზე უფრო საშინელება ყოფილა მზე დედის გარეშე სიცოცხლე,ვიდრე წარმომედგინა.ვტირ მზე შენ ხომ მხედავ.
ცრემლები მომდის თვალებიდან,მაგრამ არ მრცხვენია დედას ვტირი,დედას რომელიც ჩემთვის ყველაფერი იყო.
უსიტყვოდ დამემშვიდობე მზე.
     დავრჩი ღამით დედას სურათთან მარტო.როგორი ლამაზი დედა მყოლია მზე,ყველაზე ლამაზი ყოფილა თურმე დედა.გესმის მზე შენზე ლამაზი და შენზე თბილი იყო დედა.
     მენატრები, დედა მენატრები,აქ ხომ ძალიან გაწუხებდი,
მაპატიე მაქეთაც რომ გაწუხებ.
     მიყვარხარ დედა,მხოლოდ ახლა მივხვდი როგორი დიდი ტკივილი ყოფილა სიყვარული.როცა ვინც გიყვარს ის შენ გვერდით არ არის.
           . ეს დიდი სიყვარული მაპატიე დედა

     

Thursday, September 27, 2012

მე ვეტრფი შენ ცისფერ თვალებს ლამაზო ქალო.

მენატრება შენი ტკბილი ტუჩები ნატვრა. მე ვეტრფი შენ ცისფერ თვალებს ნატ–ვრა ვნების ჩემო.შენი თვალები ისეთი ლამაზია ისეთი ცისფერია მზესა კი შურს შენი.კოცნა მენატრება შენი ტკბილო ქალო.შენი პატარა თათები,შენი ჩამოქნილი თითები მენატრება საყვარელო.შენი თბილი სუნთქვა, პატარა თავს მკერდზე რომ დამადებ და უდარდელი ბავშვივით იძინებ აი ეს მენატრება ტკივილამდე, მზეზე უფრო ნათელო და თბილო ქალო. შარშანდელი ცივი შემოდგომაც მენატრება,გადაუღებლად რომ წვიმდა. ვიყავით ცივ უცეცხლო სახლში და შენ მათბობდი საკუთარი სხეულით.აი იქ ვიგრძენი რომ თუ მზე არ იქნება,შენ გამათბობ მხურვალე და  თბილო  ქალო   . 

Sunday, August 19, 2012

მიყვარს მზე!

                                                     მიყვარს                                                                  
       
                                                                     მზე!                                                                                       
მიყვარს მზე,მიყვარს ყველაზე უფრო ძლიერ ადამიანთა შორის.მიყვარს და მენატრება შენი ტკბილი ტუჩები.დღეს ფერიცვალებაა.ვერ ვიტან ამ დღეს,დღეიდან მზეს თითქოს ძალა აკლდება, აღარაა უწინდელივით თბილი.იცი ყველაზე მეტად რას ვერ ვიტან?                         
                                         შენ თბილ ლამაზ ტუჩებს                                    
                                   სხვა რომ კოცნიდა და აკოცებს                          
                                                                                 კიდევ.                            
მე, შენ და მზე ორივე მიყვარხართ.ორივე ჩემს სულში ხართ.თქვენს გარეშე სიცოცხლე ვერ წარმომიდგენია.მინდა რომ ორივ ჩემი იყოთ მარტო ჩემი.არცერთი არავისთვის არ მეთმობით.მინდა შენი ცისფერი თვალები,მე მხოლოდ მე მეფერებოდეს.მე მიყვარს მზე, მიყვარს,მიყვარს ვიცი ამ სიყვარულს ვერავინ წამართმევს.
               მე მიყვარხა შენ,მიყვარხარ,მიყვარხარ.
                                        მაგრამ შენი სიყვარული წამართვეს.        
არ მინდა არა,ვერ ვიჯერებ შენ ტუჩებს ჩემს გარდა ვიღაც რომ კოცნის. ვერ გიმეტებ სხვისთვის.თუმცა ყოველთვის უფრო სხვისი იყავი ვიდრე ჩემი. მე მიყვარხარ შენ მზე განუზომლად და უსასრულოდ. მინდოდა ისეთი სიყვრულით მყვარებოდა ქალი როგორც ზემოთ აღვწერ. მინდოდა მყვარებოდა და როცა ის სხვისი იქნებოდა დავტანჯულიყავი მებრძოლა მის დასაბრუნებლად. მინდოდა მყვარებოდა ის რომ მტკენოდა მთელი ძალით ვცდილობდი ვიღაც მაინც შემეყვარებინა ისე რომ მასთან დაცილებას გული ეტკინა. მინდოდა მაგრამ ვერ შევძელი მაქსიმუმ რასაც მივაღწიე ის იყო რომ ერთი ქალი სამი თვე მყვარებოდა. სამი თვის შემდგომ კი სხვა გოგო მიყვარდებოდა მზე. ვიცი მზე და გეთანხმები რომ ყოველ სამ თვეში ახალი სიყვარული არ შეიძლება დე ეს სიყვარული კი არ სექსუალური ლტოლვა ქალების მიმართ. ახლ უკვე დარწმუნებული ვარ რომ სიყვარული ქალსა და მამაკაც შორის ეს ყველაზე დიდი ნიჭია რაც განგებამ ადამიანებს უბოძა, ვიცი რომ ეს ნიჭი მხოლოდ განსაკუთრებულ ადამიანებს დაამადლა ბუნებამ. ვერ წარმოიდგენ მზე დამიჯერე როგორ ვნანობ რომ ამ ნიჭის გარეშე მიწევს სიცოცხლე. მშურს მათი უსასრულოდ მშურს ვისაც სიყვარულის ნიჭი უბოძა განგებამ. შეამაწუხლებლად აუტანელია ჩემთვის რომ ვიცი ქალის მიმართ სიყვარული არ შემიძლია. ნეტავ როგორი გრძნობა მზე ქალისა და მამაკაცის სიყვარული??? თუ ისეთივე როგორც მე მიყვარხარ შენ მზე. თუ სხვა რაიმე ჩემთვის მიუღწევლად შეუცნობელი. მე მიყვარს მზე ,მიყვარს დაუსრულებლად .შენ თავს გეფიცები მზე რომ შენს სიყვარულს არასდროს არ გავცვლი მთვარის მიმართ სიყვარულზე.

Saturday, May 12, 2012

მე მიყვარს მზე, მიყვარს,მიყვარს.მე მიყვარხარ,მიყვარხარ შენ ჩემო ტკბილო,თბილო მზეზე უფრო ნათელო ქალო.არ შემიძლია უშენოდ ცხოვრება.სულ მინდა იყოს მზიანი ნათელი დღე.სულ მინდა მკოცნიდე შენ.მენატრება შენი ტკბილი ტუჩები.მენატრება შენი პატარა თათები.მინდა სულ შენში ვიყო დაუსრულებლა, გაუთავებლად და სამუდამოდ.