ნატვრა
მე, მენატრება ბავშვობა, ჩემი.
სამი ძმა მარტო...
დიდ უზარმაზარ,ცარილე სახლში,
დავხტივართ ვცელქობთ,ვართ ერთ ამბავში
დედა სადაა... დედა სკოლაში...
ეზოში დინჯი ბამბურა ძაღლი,
ბასრა კბილება ბასარა ჩვენი,
ჭკვიან თვალებით რომ შეგვცქეროდა
როგორ შევრბოდით, კარიდან კარში
წაქცეულ ღობეს ზედ ვახტებოდით
ვინ უფრო მაღლა, ვინ უფრო განში.
სულ არაფერი არ გვქონდა მაშინ
სამნი ვიყავით ცარიელ სახლში,
დედა სადაა... დედა სკოლაში...
ო! როგორ მინდა წამით დავბრუნდე
არაფრის მქონე ჩემს ბავშვობაში!