ირმა!.. იცი რა მინდა?...
ზამთარში რომ თბილოდეს
როგორც ადრე ვაკის პარკში
სტადიონთან გელოდე...
თოვლი მინდა ქათქათა
მხოლოდ შენით ვტკბებოდე;
შენ კალთაში თავი მედოს
შენი კოცნა მათბობდეს.
მინდა ის დღე აღარ იყოს
მე და შენ რომ ვიჩხუბეთ
მინდა რომ შემირიგდე;
და გულს აღარ მატკენდე.
ლურჯი–ლურჯი ცა მინდა
როგორც შენი თვალები
ნათელი და კამკამა...
და იმ ცაზე მზე მინდა
დიდი–დიდი ცხრათვალა;
კიდევ იცი რა მინდა?...
ყველა კაცს რომ მოსწონდნ
ქუჩაში რომ გაივლი...
გიცქერდნენ და ოხრავდნენ.
შენ კი გეღიმებოდეს...
გული ვნებით გითრდოდეს
მხოლოდ ჩემზე ფიქრობდე
და მარტო მე გიყვარდე!!!