Sunday, October 6, 2024
Tuesday, September 10, 2024
Thursday, May 23, 2024
Friday, January 26, 2024
ფიქრი ვეღარ შესძლებს
ფიქრი ვეღარ შესძლებს
დამიბრუნოს წლები.
ჩაიძირა, ზღვაში,
ოცნებების გემი.
არაფერსაც არ გთხოვთ
არც არავის გელით.
დილა მიხარია
მზის ამოსვლას ველი.
სადღაც იქეთ დარჩა
სიყვარული წრფელი
რა ვქნა მენატრება,
ყველაფერი ძველი.
უდარდელი ბავშვობა და
მოპარული ხილი
დედის თბილი ხელები
გოგო მეზობელი.
ფიქრი რაღას შესძლება
დააბრუნოს ძველი
ოცნებაში გაპარულა
ბედნიერი წლები.
Subscribe to:
Comments (Atom)