Sunday, March 15, 2026

   თავი ხომ ისევ გოგო გეგონა


        ტანს მოტმასნული

        ლამაზი კაბა,

         გრძელი ფეხების

         ვნებას გიჩენდა.

        გრძნობდი კაცების,

        მალულად მზერას

        სული სხეულში 

        თითქოს გიმღერდა.

        გაზაფხულივით აფეთქებულსა,

        თავი ხომ ისევე გოგო გეგონა

        გოგო რომელსაც 

        ლექსებს უწერდნენ,

        გოგო რომელსაც 

        ბევრი ეტრფოდა.

         შეგხვდა ქუჩაში

        ცისკრის თვალება

         თმებ გაბურძგნული

          ოცი წლის ბიჭი.

          დაგეხმარებით,ქალბატონო

           თუ რამე გიჭირთ?

           ჩანთა მძიმეა

           ქალბატონო.ნება მომეცით.

           თუმცა ის ბიჭი

           იყო პატარა 

           შენს შვილზე,

           მის ნათქვამმა ქალბატონო,

            სამყარო წამში

            დაგამხო თავზე.

            ბიჭი ღიმილით

           იდგა გელოდა

          გაბურძგნულ თმებში

          ქარი უქროდა,

          კეთილ თვალებით,

          კეთილი გულით,

         მას ხომ უნდოდა დაგხმარებოდა.

         ის ვერც კი გრძნობდა

         თავის სიტყვებით,

         შენში ოცნება როგორ დამარხა.

        როცა წავიდა

        და მარტო დარჩი,

        მისი სიტყვები

       ისევ გულს გტკენდა,

       როგორც წერილი წაუკითხთვი

       რომლის წაკითხვაც

      აღარასოდეს,აღარ გინდოდა.

      დილით ხომ !

      ისევ გოგო იყავი,

      მენატრებიო! გოგო

      ბედიას ზარმა

      ხომ შეგახსენა.

      იმ ბიჭს კი გინდა

      ერთი რამ უთხრა,

       მადლობა, შვილო

       რომ მაგრძნობინე

      გოგო! აღარ ვარ.